iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ
იურიდიული სტატია

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

30-11-2022, 12:20 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 219 ნახვა
შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იგი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა.

ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო ყოველთვის „პირგასამტეხლოდ“ არ არის სახელდებული. ხშირად ხელშეკრულებაში ვალდებულების უზრუნველყოფის სახით მითითებული თანხა ჯარიმად, საურავად, გადასახდელად და ა. შ. იწოდება, რაც, როგორც წესი, პირგასამტეხლოს სინონიმებია. თუმცა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის არსის, ფუნქციისა და დანიშნულების გარკვევა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მათ მიმართ პირგასამტეხლოს მარეგულირებელი ნორმების გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც დადგინდება გამოყენებული ტერმინების არსობრივი იდენტურობა პირგასამტეხლოსთან.

შესაძლებელია, რომ პირგასამტეხლოს სასურველი ოდენობა მხარეებმა ხელშეკრულებითაც თავისუფლად განსაზღვრონ. „ხშირად ისეც ხდება, რომ მხარეების მიერ პირგასამტეხლო ოდენობა შეუსაბამოდ დიდი ოდენობით არის გათვალისწინებული. თუმცა, ასეთ დროს კანონი იცავს მოვალის ინტერესებსაც. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.“

სასამართლოების მიერ აღნიშნულ საკითხზე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო თანხის შეუსაბამოდ დიდი ოდენობით დარიცხვა „უფლების არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად გამოყენების“ ფაქტად მიიჩნევა. ამიტომ, სასამართლოს განმარტებით პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

თანხის შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, როგორია ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

პირგასამტეხლოს დანიშნულებაა ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია, შესაბამისად, არ შეიძლება იგი იქცეს მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად.

პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც ე.წ. მინიმალური ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. თუმცა, მისი მიზანი არა ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა, არამედ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. იგი გამოიყენება მაშინაც, როდესაც დარღვევა უმნიშვნელოა და ასევე მაშინაც, როდესაც დარღვევას ზიანი არ მოჰყოლია. თავის მხრივ, პირგასამტეხლო ზიანის ანაზღაურებას არ გამორიცხავს, თუ რა თქმა უნდა, ვალდებულების დარღვევის შედეგად არსებობს ზიანი, რომლის კომპენსირება პირგასამტეხლოთი არ მოხდა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: pirgasamtexlo, sheusabamod magali pirgasamtexlo, pirgasamtexlos shemcireba sasamartlos mier, valdebulebis dargveva, valdebulebis arajerovani shesruleba, პირგასამტეხლო, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, ვალდებულები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვრცლად

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

ვრცლად

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

თავდებობის ხელშეკრულებით გამოწვეული პასუხისმგებლობა

ვრცლად

თავდებობა

თავდებობა

ვრცლად

თავდების პასუხისმგებლობა

თავდების პასუხისმგებლობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp