iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო
იურიდიული სტატია

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

21-11-2022, 18:22 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 214 ნახვა
შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო

რა შემთხვევაში ხდება სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება

რომანულ-გერმანული სამართლის სისტემაში პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებას, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია გააჩნია. სათავეს იღებს რომის სამართლიდან, სადაც იხსენიებდნენ „stipilatio poenae”. პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. იგი აქცესორული ბუნებსაა და მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების ნამდვილობაზე.

პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ფორმა

ამ ხელშეკრულებაზე შეთანხმება საჭიროებს ორმხრივი ნების გამოვლენას. შეთანხმებიდან მკაფიოდ უნდა ჩანდეს პირგასამტეხლოს არსებითი პირობები, როგორიცაა ძირითადი ვალდებულება და მისი დარღვევისთვის დაწესებული ფულადი თანხის ოდენობა. იცოდეთ, რომ ხშირად ხელშეკრულებაში „პირგასამტეხლოს“ თავისი სახელით არ მოიხსენიებენ და წერენ როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის სახით მითითებული თანხა, ჯარიმა, საურავი, გადასახდელი და ასე შემდეგ. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათილად მიიჩნევა. მისი გადახდის პირობების მითითება როგორც წესი ხელშეკრულებაში ხდება, თუმცა შესაძლებელია მხარეებმა ცალკეც შეადგინონ.

რა შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი შეამციროს პირგასამტეხლო?

პირგასამტეხლოს დაკისრება არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურებას, თუ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი მიყენებულს აღემატება, მაშინ ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა და ამის უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. სასამართლო უფლებამოსილია პირგასამტეხლო შეამციროს, თუ კრედიტორის მოთხოვნა გადახდაზე წარმოშობილია. მოვალეს შეთანხმების დარღვევის მომენტიდან ეკისრება მისი გადახდის ვალდებულება. ზოგადად სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წყვეტს ოდენობის შესაბამისობის საკითხს. შესაძლებელია რომ ერთი და იგივე რაოდენობის პირგასამტეხლო ერთ შემთხვევაში მაღალი აღმოჩნდეს ხოლო სხვა შემთხვევაში კი არა, რადგან თითოეული საქმის განხილვისას სასამართლო მხედველობაში უნდა მიიღოს საქმის გარემოებები და კრედიტორის ინტერესი, რომელიც მას ხელშეკრულების შესრულების მიმართ გააჩნია. ასევე უნდა გაითვალისწინოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი მისი ხარისხი და მოცულობა. სამოქალაქო კოდექსში არ არის განმარტებული რა იგულისხმება შეუსაბამოდ მაღალ პირგასმტეხლოში, რასთან უნდა იყოს იგი შეუსაბამო, მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, მიყენებულ ზიანთან თუ დარღვეული ან შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობასთან. მიუხედავად იმისა რომ სასამართლო შეფასებისას აქტიურად იყენებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს კრიტერიუმების დადგენა მაინც საკმაოდ რთულია, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი საქმე სადაც სასამართლომ შემცირების საფუძვლად მიიჩნია ის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არსებითად აღემატებოდა ძირითად ვალს (მაგ.4 ჯერ) და ჩათვალა შეუსაბამოდ მაღლად. სასამართლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ შეუსაბამობის კრიტერიუმები შეიძლება იყოს ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი; თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე; ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: xelshekrulebis forma, xelshekrulebis mxareebi, pirgasamtexlo, pirgasamtexlos dakisreba, pirgasamtexlos shemcireba, ხელშეკრულების ფორმა, ხელშეკრულების მხარეები, პირგასამტეხლო, პირგასამტეხლოს დაკისრება, პირგასამტეხლოს შემცირება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა

იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა

ვრცლად

მოვალის გარანტია-როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა

მოვალის გარანტია-როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფორმა

ვრცლად

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

ვრცლად

დავალების ხელშეკრულება და ურთიერთობის მხარეები

დავალების ხელშეკრულება და ურთიერთობის მხარეები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp