Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

იურიდიული პირის რეგისტრაცია

იურიდიული პირის რეგისტრაცია



ბიზნეს საქმიანობის დაწყება და საკუთარი შემოსავლის ამ სფეროთი გაზრდა თითქმის ყველა ადამიანს უნდა.  ბოლო  პერიოდში, როცა მცირე მეწარმეობა ასეთი პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდა, მოქალაქეები ცდილობენ, ბედი სტარტაპერობაში სცადონ და სხვადასხვა სახის ბიზნესსაქმიანობას იწყებენ. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ამ სფეროში ფეხის შედგმა მხოლოდ სურვილი არ არის და მის წარმატებით განხორციელებას რიგი საკითხების სწორად დაგეგმვა-გადაწყვეტა სჭირდება. ამ გასათვალისწინებელ საკითხებს შორის კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქმე სამართლებრივად გამართული და დახვეწილი იყოს.

პროცედურები, რომლებიც მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციით დაინტერესებულმა პირმა უნდა დაიცვას:

მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით. ამასთან, თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.


სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ); 2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი). 3. პირველადი რეგისტრაციის დროს: საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი (წესდება/პარტნიორთა შეთანხმება); ცვლილებების რეგისტრაციის დროს: მოთხოვნილ ცვლილებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. 4. უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი; 5. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი; 6. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები