იპოთეკის რეგისტრაცია დისტანციურად
საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე და პარტნიორები" გთავაზობთ, სრულ იურიდიულ მომსახურებას
იტალიაში +(39) 351 5 47 00 47;
საქართველოში+(995) 599 50 55 78; Viber, WhatsApp;
იპოთეკის რეგისტრაცია დისტანციურად
უძრავ ნივთზე იპოთეკის რეგისტრაციის ეტაპის სახლიდან გაუსვლელად განხორციელება სიახლეა,რომლით სარგებლობას ჩვენი დახმარებით ემიგრანტებიც შეძლებენ.
- იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია;
- იპოთეკის ცვლილების რეგისტრაცია;
- იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია.
იპოთეკა ეს არის მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება. იპოთეკით შესაძლებელია დაიტვირთოს უძრავი ნივთი: მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, ბინა, ავტოფარეხი, სარდაფი და სხვ.
იპოთეკის უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.
იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხორციელდება იპოთეკის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის (მსესხებელი, მესაკუთრე, იპოთეკარი (კრედიტორი, გამსესხებელი) მიერ, ამ ხელშეკრულების წარდგენის საფუძველზე.
იპოთეკის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, მოვალე, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ხელშეკრულებაში დამატებით მიეთითოს მხარეთა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებები, მათი შესრულების ვადა და სხვა პირობები.
კანონმდებლობით, ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. ასეთ შეთხვევაში იპოთეკის რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.
⚫️ესტუმრეთ ჩვენს საიტს Www.iuristi.com
⚫️ გამოიწერეთ ჩვენი "ფეისბუქის" გვერდი: ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners
⚫️ კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული საქმის სირთულის მიხედვით! დამატებითი ინფო იხილეთ საიტზე: https://iuristi.com
მომსახურების მიღება შეგიძლიათ, როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე ადგილზე მოსვლით.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
