iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ არის დაცული საქართველოში მომხმარებელთა უფლებები
იურიდიული სტატია

როგორ არის დაცული საქართველოში მომხმარებელთა უფლებები

25-11-2022, 15:36 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 309 ნახვა
როგორ არის დაცული საქართველოში მომხმარებელთა უფლებები

თანამედროვე საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ან მისი არ არსებობის შესახებ ბევრს საუბრობენ. როგორც წესი, მოქალაქეებმა თითქმის არასოდეს ვიცით არამხოლოდ ის, თუ რას ვყიდულობთ, არამედ ისიც კი, თუ რა უფლებები გვაქვს ამა თუ იმ პროდუქტზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით. თითქმის არასოდეს ვიცით, როგორ დავიცვათ თავი არასასურველი, დაბალი ხარისხის პროდუქციის შეძენისგან, როგორ უნდა გავარჩიოთ პროდუქტი ვარგისია თუ არა, ვის უნდა მივმართოთ რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მომხარებელთა უფლებებსა და თავისუფლებებს ცალსახად ითვალისწინებს, თუმცა, პრაქტიკაში ეს უფლებები უმეტეს შემთხვევაში ბუნდოვან ცნებად რჩება.

დარღვევები, რომლებსაც ქართულ თანამედროვეობაში ყოველდღიურად ვაწყდებით არის ის, რომ მაგალითად:

ბაზარზე იყიდება ყალბი, ფალსიფიცირებული პროდუქცია; მომხმარებელს მიჰყიდეს ნაკლიანი პროდუქცია და აღმოჩენის შემთხვევაში, უარი უთხრეს ნაკლის უფასოდ გამოსწორებაზე ან თანხის დაბრუნებაზე; ბაზარზე იყიდება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქცია, უმეტესად მომხმარებელეს არ აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ პროდუქტზე მიიღოს სწორი, სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია და ა.შ.

მაგალითისთვის, რამდენიმე დღის წინ momxmarebeli.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ საფრანგეთში გაგზავნილი 35 ნიმუშიდან 5-ში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. მათ შორის იყო შამპუნი, სახის კრემი, ფრჩხილის ლაქი, თმის საღებავი და ტუჩსაცხი. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტებში აღმოჩენილი ნივთიერებების გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია, საქართველოში კი მათზე კონტროლი ფაქტობრივად, არ არსებობს.

საინტერესო ის არის, თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული პროდუქცია ქვეყანაში და შემდეგ კოსმეტიკის ბაზარზე, რატომ არ შემოწმდა მომხმარებელთან მიწოდებამდე და ზოგადად როგორ კონტროლდება მომხმარებელთათვის ვარგისი პროდუქციის მიწოდება?!

პასუხი ის არის, რომ შესაბამისი სამსახური, რომელიც ზემოაღნიშნულ პროდუქციას უნდა ამოწმებდეს, ქვეყანაში არ არსებობს. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2002 წელს გაუქმდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმპორტზე შემოტანილი პარფიუმერული პროდუქციის კონტროლი სატრანსპორტო დოკუმენტაციის მიხედვით ხდება. ასევე, საბაჟო ამოწმებს მოთხოვნისამებრ წარმოდგენილი დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციების უტყუარობისა და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის სისწორეს. საჭიროების შემთხვევაში კი, საქონლის სკანირების საშუალებით ხდება დეტალური დათვალიერება და საზღვარზე პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება არ ტარდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები დაზღვეული არ არიან იმისგან, რომ მათ უვარგისი ან თუნდაც უარესი, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პროდუქციის შეძენისგან.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: momxmarebelta uflebebi, momxmarebeli, produqti, bazari, magazia, მომხმარებლის უფლებები, მომხმარებელი, პროდუქცუა, ბაზარი, მაღალია
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამსახურიდან გათავისუფლებულის უფლებები

სამსახურიდან გათავისუფლებულის უფლებები

ვრცლად

ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს

ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე

ვრცლად

იტალიაში FFP2 ტიპის ნიღაბი აფთიაქებში 0,75 ევროდ გაიყიდება – შეთანხმება მიღწეულია

იტალიაში FFP2 ტიპის ნიღაბი აფთიაქებში 0,75 ევროდ გაიყიდება – შეთანხმება მიღწეულია

ვრცლად

განქორწინება დისტანციურად (კითხვა-პასუხი)

განქორწინება დისტანციურად (კითხვა-პასუხი)

ვრცლად

განქორწინება

განქორწინება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp