iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს
იურიდიული სტატია

ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს

18-02-2022, 13:09 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო ადვოკატი 453 ნახვა
ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. ამ კუთხით ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოების მიზნით და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მუდმივად ხვეწს და აუმჯობესებს არსებულ პრაქტიკას.

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები დაამტკიცა. დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრეზენტაციის სახით საქართველოს პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ექსპერტებს სასტუმრო რუმსში წარუდგინა. იქვე გაიმართა დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიაც.

ეთიკის კოდექსი განვითარებულ ეკონომიკებში არსებულ მოთხოვნებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება, რომელშიც გათვალისწინებულია ადგილობრივი საფინანსო სექტორის სპეციფიკა და მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი საკითხები. კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებლებში ფინანსური ორგანიზაციების მიმართ სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას და მათი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვას, ამასთან, ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვის უზრუნველყოფას.

კოდექსით მოწესრიგდა სესხის ამოღების პროცესში ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებები, რაც შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს:

განისაზღვრა მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების, ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვის, საქმიანი და ზრდილობიანი ფორმით კომუნიკაციის ვალდებულება. კერძოდ, მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან ურთიერთობისას ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულ პირს არ უნდა მიაწოდოს შეცდომაში შემყვანი ან/და არასწორი ინფორმაცია. მიწოდებული, მიუწოდებელი ან/და არასრულად მიწოდებული ინფორმაცია აღნიშნულ პირს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი, სწორი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში;

დადგინდა მომხმარებლებთან და საკონტაქტო პირებთან დაკავშირების წესი, რაც, მათ შორის, მოიცავს კომუნიკაციის ფორმას, დროსა და მისაწოდებელი ან/და მოსაძიებელი ინფორმაციის ჩამონათვალს. კერძოდ, საკონტაქტო პირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოქმედი/აქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო დაკავშირებულ მესამე პირებთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსესხებლის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით. შესაბამისად, მომხმარებლის ვალდებულების შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება დაუშვებელია. ამასთან, ხსენებულ პირებთან კომუნიკაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ დღის 09:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე პერიოდში; ამავე დროს, საკონტაქტო პირი უფლებამოსილია ფინანსურ ორგანიზაციას მასთან კომუნიკაციის შეწყვეტა მოსთხოვოს;

განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლებთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოებისა და ორი თვის ვადით შენახვის ვალდებულება;

საკრედიტო პორტფელის გასხვისება, გარკვეული გამონაკლისების გარდა, დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. ამასთან, თუ საკრედიტო პორტფელს მართავს სხვა პირი, კოდექსის შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს; და ა.შ.

ამასთან, ცვლილებები შევიდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც შესაბამისი ევროდირექტივების მოთხოვნებიდან და ბაზარზე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარეობს. ცვლილებები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:

მოთხოვნამდე ტიპის დეპოზიტებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისთვის საჭირო დაშვებების სტანდარტიზება, რაც სხვადასხვა პროდუქტის მარტივად შედარების საშუალებას იძლევა და პროცენტის დარიცხვის განსხვავებული სქემის შესახებ გამჭვირვალობას ზრდის;

დამატებითი მოთხოვნები დაწესდა მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას, რაც ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების უკეთ დაცვას;

გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლებს ბანკომატზე საკუთარი სახსრებისა და ოვერდრაფტის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამიჯნულად მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ეს კი მათ საშუალებას მისცემს, უფრო ნათლად დაინახონ, თუ მათთვის ხელმისაწვდომი თანხის რა ნაწილია ოვერდრაფტის ლიმიტი და, შესაბამისად, ამ ლიმიტის ათვისების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, ოვერდრაფტის ლიმიტის ათვისებისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობოს, რაც მათ ინფორმირებულობას გაზრდის.

ფინანსური ორგანიზაციების ვებგვერდებზე განთავსდება საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების ნიმუშებისა და მნიშვნელოვანი პირობების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, ფინანსურ ორგანიზაციასთან გაფორმებული საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, მათ შორის ინფორმაცია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ ბანკში; და ა.შ.

ეთიკის კოდექსისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების ძირითადი მოთხოვნები 2022 წლის 1 მარტიდან, ხოლო მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოების ვალდებულება არაუგვიანეს 1 ივნისიდან ამოქმედდება. ამასთან, ფინანსურ ორგანიზაციებთან უკვე გაფორმებული საკრედიტო და სადეპოზიტო ხელშეკრულებები ინტერნეტ ბანკში 2022 წლის 1 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.

"ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. შესაბამისად, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ბაზართან კომუნიკაციის შესაბამისად, საკანონმდებლო ჩარჩო მუდმივად იცვლება და იხვეწება. ეთიკის კოდექსისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები, რომელიც საზოგადოებას დღეს წარვუდგინეთ, ხელს შეუწყობს ფინანსური პროდუქტების პირობების გამჭვირვალობის ზრდასა და ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ბაზარზე არსებულ პრაქტიკაზე დაკვირვებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული ბაზის დახვეწას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთან ურთიერთობისას აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში,დაგვიკავშრდით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

ვრცლად

ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა

ტერორიზმის და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე კერძო საჯარო დიალოგის პლატფორმის მეორე

ვრცლად

2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

ვრცლად

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას, მხარი დაუჭირა

ხმაურიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის

ვრცლად

ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

ყველა ადამიანი თანასწორია - ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp