iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » "უღირსი მემკვიდრე" - რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად
იურიდიული სტატია

"უღირსი მემკვიდრე" - რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად

22-11-2022, 16:09 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 266 ნახვა
"უღირსი მემკვიდრე" - რა პროცედურებია საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად

მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­კითხს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი არე­გუ­ლი­რებს, თუმ­ცა ხში­რად, თა­ვად მემ­კვიდ­რე­ებს უჭირთ სა­მარ­თლებ­რივ დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვა, რაც გა­უ­გებ­რო­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ვა­დე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შეს­რულ­დეს. ასე­ვე, კა­ნო­ნი ად­გენს 5 რი­გის მემ­კვიდ­რეს და და­ვის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცეს­ში სა­სა­მარ­თლოც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს.

მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­კი­თხებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ როცა ფაქ­ტის წი­ნა­შე დად­გე­ბი­ან, უჭირთ ზო­მე­ბის სწო­რად მი­ღე­ბა. რა აუ­ცი­ლე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას უნდა ვფლობ­დეთ მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რომ მემ­კვიდ­რის მიერ სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა არამ­ხო­ლოდ აქ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, არა­მედ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­წილ­შიც, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მემ­კვიდ­რეს ქო­ნე­ბას­თან ერ­თად შე­საძ­ლოა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც გა­და­ე­ცეს, შე­სა­ბა­მი­სად, ვიდ­რე მემ­კვიდ­რე მი­ი­ღებს სამ­კვიდ­როს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­ირ­კვეს ჰქონ­და თუ არა რა­ი­მე სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მამ­კვიდ­რე­ბელს სიკ­ვდი­ლის დრო­ი­სათ­ვის, ვი­ნა­ი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა­მი­ღე­ბუ­ლი აქ­ტი­ვი იყოს იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ვიდ­რე შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა­და აზრი და­ე­კარ­გოს მეკ­ვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბას.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მამ­კვიდ­რებ­ლის ვა­ლებ­ზე მემ­კვიდ­რე მხო­ლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბი­თაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რა ფარ­გლებ­შიც მან მი­ი­ღო აქ­ტი­ვი ანუ მა­გა­ლი­თად, თუ მემ­კვიდ­რემ მი­ი­ღო 100 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა, ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მამ­კვიდ­რებ­ლის ვა­ლებ­ზე მხო­ლოდ ამ თან­ხის ფარ­გლებ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამ­კვიდ­რე­ბელს შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით მეტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი მე­სა­მე პი­რებ­თან.

თუ მამ­კვიდ­რე­ბელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ან­დერ­ძის შედ­გე­ნა ვერ მო­ას­წრო, ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მი­ი­ღე­ბენ მემ­კვიდ­რე­ე­ბი მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ქო­ნე­ბას?

თუ ან­დერ­ძი არ არ­სე­ბობს, მამ­კვიდ­რებ­ლის ქო­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ებ­ზე, იმ რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით, რაც დად­გე­ნი­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად. პირ­ვე­ლი რი­გის მემ­კვიდ­რე­ე­ბად ით­ვლე­ბი­ან გარ­დაც­ვლი­ლი პი­რის მშობ­ლე­ბი, მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი და ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი თუ­სამ­კვიდ­როს­გახ­სნის­დრო­ი­სათ­ვის­ცო­ცხა­ლი­ა­ღა­რა­რის­მა­თიმ­შო­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჩვენ სა­ხე­ზე გვყავს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, მათ­ზე თა­ნა­ბარ წი­ლად მოხ­დე­ბა მამ­კვიდ­რე­ბის ქო­ნე­ბის გა­დას­ვლა და ყვე­ლა მემ­კვიდ­რე ისარ­გებ­ლებს თა­ნა­ბა­რი წი­ლის უფ­ლე­ბით.

თუ მამ­კვიდ­რე­ბელ­მა მხო­ლოდ ერთ შვილს მი­ა­ნი­ჭა ქო­ნე­ბა­ზე უფ­ლე­ბა, აქვს თუ არა მე­ო­რეს წი­ლის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამ­კვიდ­რე­ბელ­მა მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა შე­საძ­ლოა, უან­დერ­ძოს სრუ­ლად ერთ შვილს ან თუნ­დაც სამ­კვიდ­რო წრის გა­რეთ ნე­ბის­მი­ერ პირს, პირ­ვე­ლი რი­გის მემ­კვიდ­რე­ებს ეკუთ­ვნით სა­ვალ­დე­ბუ­ლო წილი ან­დერ­ძის მი­უ­ხე­და­ვად. სა­ვალ­დე­ბუ­ლო წილი კი არის იმ წი­ლის ნა­ხე­ვა­რი, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი რი­გის მი­მეკ­ვიდ­რე მი­ი­ღებ­და, მამ­კვიდ­რე­ბელს ან­დერ­ძის, რომ არ შე­ედ­გი­ნა. მა­გა­ლი­თად, თუ მამ­კვიდ­რე­ბელს ჰყავს ორი შვი­ლი, ან­დერ­ძის არ არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში ორი­ვე მემ­კვიდ­რე თა­ნაბ­რად მი­ი­ღებს სამ­კვიდ­როს თი­თო­ე­უ­ლი ½ წილს, ხოლო ან­დერ­ძის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა ამ წი­ლის გა­ნა­ხევ­რე­ბა და ¼-მდე დაყ­ვა­ნა მთლი­ა­ნი აქ­ტი­ვი­დან. წილ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა ამ პრინ­ცი­პის დაც­ვით და მემ­კვიდ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს მი­სა­ღე­ბი სამ­კვიდ­როს მო­ცუ­ლო­ბას.

რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა და რო­გორ ­შე­იძ­ლე­ბა და­ი­კარ­გოს მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე უფ­ლე­ბა?

გარ­დაც­ვლი­ლი პი­რის ქო­ნე­ბის გა­დას­ვლა მემ­კვიდ­რე­ებ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნით ან ან­დერ­ძით. რო­გორც, კა­ნო­ნით, ისე­ვე ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რეს მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა შე­საძ­ლოა ჩა­მო­ერ­თვას სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იმ სა­ფუძ­ვლით, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დებ­და მამ­კვიდ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ, ხელს უშ­ლი­და მას სამ­კვიდ­როს გა­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცეს­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში და ამ გზით ცდი­ლობ­და თა­ვი­სი ან ახ­ლო­ბე­ლი პი­რე­ბის სამ­კვიდ­რო ქო­ნე­ბის გაზ­რდას. ასეთ მემ­კვიდ­რეს ეწო­დე­ბა „უღირ­სი მემ­კვიდ­რე“ და „უღირ­სი მემ­კვიდ­რის“ სა­კი­თხი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

სამ­კვიდ­როს მი­სა­ღე­ბად დად­გე­ნი­ლი ვადა შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თუ ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი სა­პა­ტი­ოდ იქ­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი. ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ სამ­კვიდ­რო შე­იძ­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქ­ნეს სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის მი­მარ­თვის გა­რე­შეც, თუ თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა სამ­კვიდ­როს მიმ­ღე­ბი ყვე­ლა მემ­კვიდ­რე.

მემ­კვიდ­რეს შე­უძ­ლია უარი თქვას სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბა­ზე, რაც ასე­ვე იწ­ვევს მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბის და­კარ­გვას და ეს პრო­ცე­სი შე­უქ­ცე­ვა­დია.

რას ნიშ­ნავს პირ­ვე­ლი და მე­ო­რე რი­გის მემ­კვიდ­რე­ე­ბი?

სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით ჩვენ გან­სა­ზღვრუ­ლი გვაქვს 5 რი­გის კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ე­ბი და ყო­ვე­ლი წინა რი­გის მემ­კვიდ­რის არ­სე­ბო­ბა გა­მო­რი­ცხავს შემ­დგო­მი რი­გის მემ­კვიდ­რის მიერ სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თუ ჩვენ სა­ხე­ზე გვყავს პირ­ვე­ლი რი­გის თუნ­დაც ერთი მემ­კვიდ­რე, მე­ო­რე, მე­სა­მე ან შემ­დე­გი რი­გის მემ­კვიდ­რე­ებს უფ­ლე­ბა არ აქვთ, მი­ი­ღონ მამ­კვიდ­რებ­ლის და­ნაშ­თი ქო­ნე­ბა.

თუ მამ­კვიდ­რე­ბელს არ­ცერ­თი რი­გის მემ­კვიდ­რე არ ჰყავს, რა ბედი ეწე­ვა მის ქო­ნე­ბას?

თუ მამ­კვიდ­რე­ბელს არ ჰყავ­და არც კა­ნო­ნით და არც ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე, მისი ქო­ნე­ბა რჩე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: memkvidre, ugirsi memkvidre, memkvidreobis migeba, anderdzi, kaninismieri memkvidre, samkvidre, moanderdze, მემკვიდრე, უღირსი მემკვიდრე, მემკვიდრეობის მიღება, ანდერძი, კანონისმიერი მემკვიდრე, სამკვიდრო, მოანდერძე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება

ვრცლად

ჩუქების ხელშეკრულება და მისი თავისებურებები

ჩუქების ხელშეკრულება და მისი თავისებურებები

ვრცლად

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს

ვრცლად

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი

ზეგანაკვეთური შრომა და არასრული სამუშაო განაკვეთი

ვრცლად

"ვერანაირ დამატებით "ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ" - რა ცვლილებები შედის ძალაში 1-ლი ნოემბრიდან?

"ვერანაირ დამატებით "ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp