iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს
იურიდიული სტატია

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს

22-11-2022, 13:14 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 209 ნახვა
რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით, ჯერ კი­დევ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის დრო­უ­ლი შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი, მა­შინ, როცა მსხვერ­პლს კა­ნო­ნი იცავს.

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა მსოფ­ლიო მაშ­ტა­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა საკ­მა­ოდ მწვა­ვედ დგას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია. ამ ფორ­მის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა მკვეთ­რად იმა­ტა კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ჩვენ სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ში საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ვლინ­დე­ბო­და ქალ­თა მი­მართ. ძა­ლა­დო­ბის ფორ­მე­ბი ძი­რი­თა­დად ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­კრე­ტუ­ლად, რა მი­იჩ­ნე­ვა ძა­ლა­დო­ბად და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის რა ფორ­მე­ბი არ­სე­ბობს? ხში­რად, მხო­ლოდ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე კეთ­დე­ბა-ხოლ­მე აქ­ცენ­ტი...

არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა არის ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ მე­ო­რე წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ისე­თი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც არ­ღვევს ადა­მი­ა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებ­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და ამ უფ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად ად­გი­ლი აქვს მსხვერ­პლის ფი­ზი­კურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბას ან იძუ­ლე­ბას.

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ისეთ ფორ­მა­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა რო­გო­რი­ცაა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა უმე­ტეს­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტო­რით, რომ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის უმ­ძი­მე­სი ფორ­მაა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლად რე­ა­გი­რებს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კე­ვულ ნა­წილს არ გა­აჩ­ნია საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გარ­და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის სხვა ფორ­მე­ბიც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ ხში­რად გვხვდე­ბა.

ზი­ა­ნის სა­ხით, რისი მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა აქვს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს და რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნა?

მსხვერ­პლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ზი­ა­ნის სა­ხით მო­ი­თხო­ვოს რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ასე­ვე, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი (მო­რა­ლუ­რი) ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ზი­ა­ნის ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ძა­ლა­დო­ბის ფორ­მებ­სა და დამ­დგარ შე­დე­გებ­ზე. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა წარ­მო­ი­შო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის შე­დე­გად ხელ­ყო­ფი­ლია მსხვერ­პლის ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თე ან ად­გი­ლი აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებს, რაც თა­ვის მხრივ ფი­ნან­სურ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არა­ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბის, საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ვნე­ბის მი­ყე­ნე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი სუ­ლი­ე­რი და ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვის­თვის.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, გან­სხვავ­დე­ბა თუ არა მსხვერ­პლის უფ­ლე­ბე­ბი სქე­სის მი­ხედ­ვით? რო­მე­ლი­მეს მი­მართ ძა­ლა­დო­ბა ით­ვლე­ბა თუ არა მძი­მედ?

გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მსხვერ­პლის უფ­ლე­ბე­ბი სქე­სის მი­ხედ­ვით დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი არ არის და ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის უფ­ლე­ბე­ბის და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის მიზ­ნით მოქ­მე­დებს ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი, თუმ­ცა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რის ან ორ­სუ­ლი ქა­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა ით­ვლე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად და ასე­თი ქმე­დე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შე­და­რე­ბით მკაც­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­წე­როს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი და რამ­დე­ნად ძლი­ე­რი დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მია ეს?

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და აღ­კვე­თი­სათ­ვის იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ხა­სი­ა­თი, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, არ იწ­ვევს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მისი აღ­კვე­თა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის ნორ­მე­ბის­გა­მო­ყე­ნე­ბით პო­ლი­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი თა­ნამ­შრობ­ლის მიერ ხდე­ბა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის, ხოლო სა­სა­მარ­თლოს მიერ დამ­ცა­ვი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მა. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და დამ­ცა­ვი ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა აქვს, რო­გორც მსხვერ­პლს, ასე­ვე მსხვერ­პლის ოჯა­ხის წევ­რს. ამ აქ­ტე­ბით ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მსხვერ­პლის დაც­ვის დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­ძა­ლა­დეს შე­საძ­ლოა, აეკ­რძა­ლოს იმ სახ­ლთან მი­ახ­ლო­ე­ბა, სა­დაც მსხვერ­პლი ცხოვ­რობს, ასე­ვე, მის სამ­სა­ხურ­თან და იმ ად­გი­ლებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, სა­დაც მსხვერ­პლი იმ­ყო­ფე­ბა, მო­ძა­ლა­დეს შე­საძ­ლოა აეკ­რძა­ლოს მსხვერ­პლთან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კო­მუ­ნი­კა­ცია ტე­ლე­ფო­ნის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და სხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ შო­რის, ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.მსხვერ­პლი­სა და მო­ძა­ლა­დის შე­რი­გე­ბა არ აფერ­ხებს დამ­ცა­ვი და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მას და არ იწ­ვევს დამ­ცა­ვი და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის მოქ­მე­დე­ბის გა­უქ­მე­ბას, თუ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს მსხვერ­პლის ან მისი ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ჩა­დე­ნის საფრ­თხე. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, ისე­ვე რო­გორც ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და დამ­ცა­ვი ორ­დე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხო­რი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვა.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს?

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და აღ­კვე­თის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი, სა­მო­ქა­ლა­ქო­სა­მარ­თლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი. ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ან/და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი გუ­ლის­ხმობს იმ სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ, სა­მარ­თლებ­რივ და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლია ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ან/და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზე­ბი­სა და წი­ნა­პი­რო­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­კენ, ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის­კენ, მო­ძა­ლა­დის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის­კენ, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ქცე­ვის კო­რექ­ცი­ის­კენ, მსხვერ­პლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და ადაპ­ტა­ცი­ის­კენ. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით 2020 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა სა­მარ­თლის ნორ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ან/და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის (სკო­ლე­ბის), პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რომ­ლის ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უ­წყობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ას და ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. ამას­თან არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არა მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს ან ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ojaxshi dzaladoba, dazaralebuli, msxverpli, kompensaciis motxovna, shemakavebeli orderi, damcavi orderi, dzaladobis prevencia, ოჯახში ძალადობა, დაზარალებული, მსხვერპლი, კომპენსაციის მოთხოვნა, შემაკავებელი ორდერი, დამცავი ორდერი, ძალადობის პრევენცია
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ჩუქების ხელშეკრულება და მისი თავისებურებები

ჩუქების ხელშეკრულება და მისი თავისებურებები

ვრცლად

"ვერანაირ დამატებით "ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ" - რა ცვლილებები შედის ძალაში 1-ლი ნოემბრიდან?

"ვერანაირ დამატებით "ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ

ვრცლად

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს, მას ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა მიეღო მონაწილეობა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს, მას ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა მიეღო

ვრცლად

"თელმიკო" განმარტავს, რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს ორი ქვითარი

"თელმიკო" განმარტავს, რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს ორი ქვითარი

ვრცლად

გოგონამ, რომელიც მიიჩნევს, რომ არ უნდა დაბადებულიყო, დედის ექიმს უჩივლა და საქმე მოიგო

გოგონამ, რომელიც მიიჩნევს, რომ არ უნდა დაბადებულიყო, დედის ექიმს უჩივლა და საქმე მოიგო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp