iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ–სამართლებრივი გამართლება
იურიდიული სტატია

საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ–სამართლებრივი გამართლება

25-10-2022, 13:21 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 300 ნახვა
საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ–სამართლებრივი გამართლება


საკუთრების უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ სანამ უშუალოდ ამ უფლებაში ჩარევის საფუძვლებს განვიხილავდე, საჭიროდ მიმაჩნია რამდენიმე წინადადებით ხაზი გავუსვა საკუთრების უდიდეს მნიშვნელობას როგორც პიროვნების, ისე ქვეყნის განვითარების კუთხით. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ–ერთ საქმეზე აღნიშნა: „საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ–ერთ წყაროს.“ ვფიქრობ, ამ განმარტებით სასამართლომ ხაზი გაუსვა საკუთრების როლს ადამიანის ცხოვრებაში. მართლაც, რომ არა საკუთრება, ხელი შეეშლებოდა ჩვენი შესაძლებობლობებისა და უნარების რეალიზაციას. დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება გვაძლევს იმის რწმენის საფუძველს, რომ თავისუფლად წარვმართოთ ჩვენი ეკონომიკური ცხოვრება, რითაც ხელს შევუწყობთ საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და სამოქალაქო ბრუნვას. ეს კი საბოლოოდ ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობამდე მიგვიყვანს.

მიუხედავად საკუთრების უფლების დიდი მნიშვნელობისა, იგი არ წამოადგენს აბსოლუტურად უზრუნველყოფილ ძირითად უფლებას. მისი შეზღუდვის საფუძვლებს ამავე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტი გვაძლევს. 19.2–ით გათვალისწინებულია საკუთრების უფლების შეზღუდვა, ხოლო 19.3–ით საკუთრების ჩამორთმევა. მოკლედ მიმოვიხილავ თითოეულ მათგანს. მე–19 მუხლის მე–2 პუნქტიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს სამ შემთხვევაში:

1.მხოლოდ საჯარო ინტერესებისათვის

2. მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში

3. მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. ესეიგი არსებობს კანონები, რომლებიც ავიწროებენ საკუთრების ცნებას, ამისთვის საჭიროა კანონი გამომდინარეობდეს საჯარო ინტერესებიდან და ხორციელდებოდეს კანონით დადგენილი წესით. მე–19 მუხლის მე–3 პუნქტით კი გათვალსიწინებულია საკუთრების უფლების ჩამორთმება, რაც საკუთრების შეზღუდვასთან შედარებით რადიკალური ფორმაა. საკუთრების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს:

1.მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დროს.

2.მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში.

3.მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

4.სათანადო ანაზღაურებით.

შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, თუ რა მიიჩნევა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად. ამ ცნების ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა რთულია და მისი შინაარსიც საკმაოდ ცვალებადი. იგი ძირითადად ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიხედვით განისაზღვრება. მისი შინაარსის გარკვევა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ნორმის ანალიზისა და სწორი განმარტების შედეგად უნდა მოხდეს.

ვფიქრობ, აღნიშნული საკითხი საკმაოდ აქტუალურია. ხშირია შემთხვევები, როდესაც „ვითომ“ სახელმწიფო ინტერესებს ეწირება კერძო პირის ინტერესები. არსებობს იმის საშიშროება, რომ მოხდება ნორმის არასწორი, ფართო განმარტება და მისი მრავალ შემთხვევაზე გავრცელება. ამას კი ზურგს გაუმაგრებს სახელმწიფოს მარტივი არგუმენტი: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.“ საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საკმაოდ ამომწურავად განსაზღვრავს იმ სამუშაოებს, რომელთა წარმოების მიზნითაც შეიძლება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის განხორციელდეს ექსპროპრიაცია. ასეთები შეიძლება იყოს, მაგალითად, შემდეგი სამუშაოების წარმოება: „გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა; რკინიგზის ხაზების გაყვანა; ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა; ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა; სატელეფონო ხაზების გაყვანა; სატელევიზიო კაბელების გაყვანა; ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოები; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და ა.შ .“ ამ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/ და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ. ერთი შეხედვით, ზემოთ ჩამონათვალი სამუშაოები საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, მაგრამ მის გვერდით დგას არანაკლებ ფასეული ღირებულება, ადამიანი, რომელიც კარგავს საკუთრებას, რაც ხშირად მარტო ეკონომიკურად არ არის მისთვის მნიშვნელოვანი. სახლ–კარი ეს ბევრი ჩვენგანისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი ადგილია, იგი ხშირად შეუფასებელია, რადგან ესაა ადგილი სადაც დაიბადე, გაიზარდე, გაატარე ბავშვობა, შეიძინე მეგობრები და დააგროვე მოგონებები. სახელმწიფოს თვალში კი შესაძლოა იგი მიწის უბრალო ნაკვეთს წარმოადგენდეს მასზე დაშენებული ნახევრად–დანგრეული შესმონით. ქვეყნის ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენოს პირი. ამასთან, ვთვლი, რომ სახელმწიფომ გვერდი უნდა აუაროს საკუთრების უფლების დარღვევას, თუნდაც ეს მეტ ხარჯთან იყოს მისთვის დაკავშირებული. ეს თავიდან აგვაცილებს საკუთრების უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ხშირად დავას იწვევს არა ის, არის თუ არა აუცილებელი საჭიროება, არამედ პრობლემას ქმნის სათანადო ანაზღაურება. ქვეყანამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები არ დარჩნენ სახლ–კარის გარეშე და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული თავშესაფარი.

საკუთრების უფლების დარღვევის მრავალი შემთხვევა გვხვდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ ქეისებში. ერთ–ერთი ცნობილი საქმეა „სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ,“ სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ მოხდა საკუთრების უფლების დაუშვებელი ხელყოფა, რადგან „დაირღვა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის.“ ამ ბალანსის დაცვა წარმოადგენს კონვენციის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. აღნიშნულ საქმეში უსამართლოდ მოხდა ქ–ნ ლონერთის საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვა. აღნიშიული შეზღუდვა სამართლიანი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ მესაკუთრე მიიღებდა სათანადო კომპენსაციას, რაც არ მომხდარა.

იმისთვის, რომ ჩარევა იყოს გამართლებული უნდა შეფასდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის რომელია უფრო ღირებული, ეს უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის გადაწყვეტისას. არ შეიძლება საჯარო ინეტრესი ცალსახად წინ დავაყენოთ კერძო ინტერესებთან შედარებით, რადგან ეს შექმნიდა იმის ასოციაციას, რომ სახელწიფო არის უძლეველი ინსტიტუტი და მას ყოველთვის შეეძლებოდა კერძო პირების ინეტრესებისათვის გვერდის ავლა. სახელმწიფომ ბოროტად არ უნდა გამოიყენოს კონსტიტუციის აღნიშნული დათქმა. ამისთვის საჭიროა გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმი, რათა არ მოხდეს მოწყვლადი ჯგუფის ინტერესების უგულვებელყოფა და საკუთრების უფლების მძიმე დარღვევა ზერელე გადაწყვეტილებების მიღების გამო.

ზემოაღნიშიულ მსჯელობაზე დაყრდნობით აუცილებელია კონსტიტუციურ–სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შემთხვევები, როდესაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ადამიანის უფლებების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე განხორციელდება.


გამოყენებული ლიტერატურა:

კუბლაშვილი კ., ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მეხუთე გამოცემა. გვ.248, 253.

საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი თავი მეორე საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი. გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013. გვ. 215

Human rights files, No. 11 rev. The European Convention on Human Rights and property rights, გვ.10 „Sporrong and Lönnroth judgment“.

სსს გადაწყვეტილება საქმეზე: „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26 ივნისი 2012. იხ. https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=484

საქართველოს კანონი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”. მუხლი 2.1 და 2.2 იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/16480?publication=6

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 19.

იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36


ავტორი: მედეა სიფროშვილი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საკუთრების უფლება, sakutrebis ufleba, sakutrebis uflebis shezgudva, საკუთრების უფლების შეზღუდვა, საჯარო ინტერესები, კანონით განსაზღვრული შემთხვევები, კანონით დადგენილი წესით, sajaro interesebi, kanonit gansazgvruli shemtxvevebi, kanonit dadgenili wesit
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი

ვრცლად

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

ვრცლად

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

ვრცლად

სამკვიდროს გახსნა

სამკვიდროს გახსნა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp