iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
იურიდიული სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

24-04-2025, 20:18 სიახლე 18 ნახვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

''გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შესაბამისი ვადითა და პირობებით.


იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს აღნიშნული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.


განვმარტავთ, რომ 2025 წლის 17 აპრილს „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.


დადგენილების ცვლილებამდე არსებული რედაქციის თანახმად, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები, შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით, მოთხოვნები გამკაცრებულია.


გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მათ აღარ მისცემთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლებას თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.


კერძოდ, შეზღუდვა ვრცელდება გალფის ყურის ქვეყნის ვიზის და ბინადრობის მქონე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, განის რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის, ერიტრეას სახელმწიფოს, იემენის რესპუბლიკის, კამერუნის რესპუბლიკის, კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, სირიის არაბთა რესპუბლიკის, სუდანის რესპუბლიკის, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის, უგანდის რესპუბლიკის მოქალაქეებზე.'' - ნათქვამია განცხადებაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შინაგან საქმეთა სამინისტრო, განცხადებას ავრცელებს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


კოვიდვაქცინით აცრილი ვიზიტორების საქართველოში შემოსვლა

კოვიდვაქცინით აცრილი ვიზიტორების საქართველოში შემოსვლა

ვრცლად

95 ქვეყანა რომელთა მოლაქალეებს შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა

95 ქვეყანა რომელთა მოლაქალეებს შეუძლია საქართველოში უვიზოდ შემოსვლა

ვრცლად

კატარის გადაწყვეტილებით, საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს აღიარებენ

კატარის გადაწყვეტილებით, საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს აღიარებენ

ვრცლად

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp