iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში
იურიდიული სტატია

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

9-03-2022, 13:59 ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სიახლე 507 ნახვა
მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში - ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე მსჯელობისას, აუცილებელია კარგად გვესმოდეს, როგორც დემოკრატიის, ისე თავად მოქალაქის ცნების შესახებ. შესაბამისად მნიშვნელოვანია განვიხილოთ, თუ რა არის ზოგადად მოქალაქეობა, დემოკრატია და რა კავშირშია ისინი ერთმანეთთან.

ისტორიულად მოქალაქეობის ცნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას აღნიშნავდა, რაც სახელმწიფო ხელისუფლების უშუალოდ განხორციელებაში გამოიხატებოდა, კერძოდ, მოქალაქეები იკრიბებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და კამათობდნენ ისეთ სახელემწიფოებრივ საკითხებზე, რომელთა გადასაწყვეტადაც, თანამედროვე დემოკრატიის პირობებში ხალხის წარმომადგენლების - დეპუტატების არჩევაა საჭირო, ეს კი ერთი მხრივ მოსახლეობის სიმცირის, ხოლო მეორე მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ ძველ საბერძნეთში მოქალაქეები თანასწორნი იყვნენ კანონის წინაშე. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს იმის აღნიშვნა, რომ მოქალაქეობის სტატუსი მხოლოდ ადგილობრივ, გარკვეული სოციალური ფენის წარმომადგენელ მამაკაცებს ენიჭებოდათ, ხოლო ქალები, უცხოელები და მონები ამ სტატუსს არ ფლობდნენ, შესაბამისად, ისინი არც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საქმეებში. რაც შეეხება მოქალაქეობის ცნების თანამედროვე გაგებას, მის საფუძველს საფრანგეთის 1789წლის რევოლუცია და ამ რევოლუციის შედეგად მიღებული 1789წლის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია წარმოადგენს, რომელმაც ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები განსაზღვრა. თუ კარგად დავაკვირდებით, მარტივად შევამჩნევთ, რომ მოქალაქეობის არსი მისი წარმოშობიდან დღემდე მჭიდრო კავშირშია დემოკრატიასთან, რაც სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ ხალხის ძალაუფლებას, ხალხის მმართველობას ნიშნავს. ეს კი შემთხვევითი ნამდვილად არ არის, ვინაიდან დემოკრატიული სახელმწიფოს ამოსავალ წერტილს მოქალაქე წარმოადგენს, პიროვნება, რომელიც თავისი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით აქტიურადაა ჩართული სახელმწიფოს მართვის პროცესებში, ესაა ღირსებადაცული, თავისუფალი მოქალაქე, რომელსაც ესმის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალური არსი, იბრძვის ამ უფლებების დასაცავად და პარალელურად გააზრებული აქვს საკუთარი, როგორც მოქალაქის მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე. შესაბამისად ლოგიკურია, რომ თანამედროვე სახელმწიფოში პიროვნების სამართლებრივი მდგომარეობის ფარგლებს, დიდწილად, სწორედ მოქალაქეობა განსაზღვრავს, რამეთუ მოქალაქეობის მინიჭებით აღიარებს ქვეყანა მას ადამიანთა უფლებების სრულფასოვან სუბიექტად, პირველყოვლისა კი ეს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებაში გამოიხატება. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ მოქალაქე ითვლება სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად და მისი ყველაზე მარტივი განმარტების მიხედვით, იგი არის პოლიტიკური საზოგადოების წევრი.

ახლა კი აუცილებელია, განვიხილოთ, თუ რას გულისხმობს დემოკრატია. მართალია, დემოკრატიის ცნება მეტად ფართო და ვრცელი კონცეფციაა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მარტივი განმარტებით ის ხალხის ძალაუფლებასა და მმართველობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნულის გამოძახილს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა, რომელშიც ვკითხულობთ: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება ... ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“ კონსტიტუციის ეს სიტყვები მოქალაქის უდიდეს როლზე მეტყველებს დემოკრატიულ სახელმწიფოში, მოქალაქე ხომ თავად ხდება საფუძველი დემოკრატიული საზოგადეობისა და სახელმწიფოს მშენებლობისა, რაც ნამდვილად არაა გასაკვირი, რამეთუ სახელმწიფო ადამიანებს ან საკუთარი თავისთვის სჭირდებათ, ან საერთოდ არ სჭირდებათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი და დანიშნულება თავისუფალი და ღირსებადაცული ადამიანია. დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ესწრაფვოდეს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თავისი ნამდვილი არსით გამოვლენას და მათი დაცვისთვის ეფექტური და ქმედითი ბერკეტების შექმნას. მოქალაქის უდიდეს როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც: „სახელმწიფო ხხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლობის, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით.“ კონსტიტუციის ეს მუხლი საუბრობს დემოკრატიის, როგორც ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელების, სხვადასხვა სახეებზე, ხოლო ხალხში კი, რა თქმა უნდა, უპირველესად სწორედ რომ სახელმწიფოს მოქალაქეები მოიაზრებიან. მართლაც, სამეცნიერო ლიტერატურაში დემოკრატიის სამ სახეს განასხვავებენ:

1) უშუალო დემოკრატიას, როდესაც მოსახლეობა უშუალოდ მართავს და აღასრულებს ხელისუფლებას და ამის მაგალითს რეფერენდუმი, პლებისციტი და სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგნენ. საქართველოს კონსტიტუცია ყველაზე მეტ ყურადღებას რეფერენდუმს უთმობს, სახალხო საკანონმდებლო ინიციატივის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 თავშია, ხოლო პლებისციტს საქართველოს კონსტიტუცია არ ახსენებს. პლებისციტის საკითხები „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით რეგულირდება.

2) წარმომადგენლობით დემოკრატიას, როდესაც ხალხი ძალაუფლებას საკუთარი წარმომადგენლების საშუალებით ახორციელებს. იგი საარჩევნო უფლების რეალიზაციასთან არის დაკავშირებული, რომელიც აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას მოიცავს. აქტიურ საარჩევნო უფლებას წარმოადგენს, მოქალაქის შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო არჩევნებში და საკუთარი ხმის მიცემით აირჩიოს წარმომადგენელი, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას დაიცავს და წარმოადგენს მის ინტერესებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს. ეს მეტად მნიშვნელოვანი უფლება კიდევ ერთხელ ცხადყოფს მოქალაქის როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რამეთუ წარმოადგენს სახალხო სუვერენიტეტის პრინციპის ყველაზე თვალსაჩინო და გავრცელებული გამოვლენის საშუალებას, თავის მხრივ კი სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი ეს დემოკრატიის ამოსავალი წერტილია. რაც შეეხება პასიურ საარჩევნო უფლებას, ეს არის მოქალაქის უფლება თავად გახდეს არჩეული და მიიღოს უშუალო მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების პროცესში, თავად გახდეს სახელმწიფო ხელისუფლების ნაწილი.

3) მონაწილეობით დემოკრატიას, რომელიც სხვადასხვა საჯარო(საზოგადოებრივი) საკითხების, არაფორმალურ გარემოში უშუალოდ მოსახლეობის მიერ განხილვა-გადაწყვეტის, კონსენსუსის ჩამოყალიბების და სამოქალაქო აქტიურობის პროცესია. მონაწილეობითი დემოკრატია მოქალაქეთა შორის აქტიურ სოციალურ კომუნიკაციას გულისხმობს, მაგალითად, სოფლის კრება, რომელიც ადგილობრივ სოციალურ პრობლემებს განიხილავს, ან სამოქალაქო მოძრაობები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ეს იქნება სექსუალური უმცირესობების თუ ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამგვარი ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია ხალხში სამოქალაქო თვითშეგნების ასამაღლებლად და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც განმსჭვალული იქნება დემოკრატიული ღირებულებებითა და პრინციპებით, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, რამეთუ დემოკრატია სწორედ იმ მოქალაქეთა მხრებზე და საფუძველზე შენდება, რომლებიც ჭეშმარიტ თავისუფლებასა და დემოკრატიას ესწრაფვიან და რომლებსაც კარგად აქვთ გათავისებული საკუთარი უფლება-მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე.

საბოლოოდ, კი აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში არათუ დიდი, არამედ განუზომელიც კია, რამეთუ სწორედ მოქალაქეა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი, გარანტი და ერთადერთი მიზანი.

ავტორი: გიორგი აბაშიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.

გამოყენებული ლიტერატურა: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, 2016. ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2020.

დ. გეგენავა, თ. პაპაშვილი, ქ. ვარდოსანიძე, გ. გორაძე, რ. ბრეგაძე, თ. თევზაძე, ლ. ცანავა, პ. ჯავახიშვილი, ზ. მაჭარაძე, გ. სიორიძე, ბ. ლოლაძე, შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, 2019. საქართველოს კონსტიტუცია, ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ღირებულებების დოკუმენტი

საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ღირებულებების დოკუმენტი

ვრცლად

საერთაშორისო სამართლებრივი ცნობის ცნება და სახეები

საერთაშორისო სამართლებრივი ცნობის ცნება და სახეები

ვრცლად

კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელი

კონსტიტუციის გადასინჯვის ქართული მოდელი

ვრცლად

საერთაშორისო სამართლის წყაროები

საერთაშორისო სამართლის წყაროები

ვრცლად

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ, პირადობის ელექტრონულ მოწმობას კი − უფასოდ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებენ,

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp