iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ონლაინშოპინგის დროს - როგორ დაიცვათ თქვენი უფლებები საქართველოში
იურიდიული სტატია

რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ონლაინშოპინგის დროს - როგორ დაიცვათ თქვენი უფლებები საქართველოში

8-10-2025, 13:39 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / iuristi / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 17 ნახვა
რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ონლაინშოპინგის დროს - როგორ დაიცვათ თქვენი უფლებები საქართველოში

შეკითხვა: ონლაინმაღაზიაში ნივთი შევუკვეთე, თანხა გადავრიცხე, მაგრამ რაც მომიტანეს, არ აღმოჩნდა ისეთი, რაც შევუკვეთე. კურიერმა უკან წაღებაზე უარი მითხრა, მაღაზიამაც არ იბრუნებს ნივთს. რას ვაკეთებ?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში, განმარტავს: „დღესდღეობით ონლაინვაჭრობა საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება, თუმცა ამავდროულად იზრდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევებიც. მომხმარებელს, რომელიც ელექტრონული გზით ყიდულობს პროდუქტს, ხშირად აკლია შესაძლებლობა, წინასწარ შეაფასოს ნივთის ხარისხი ან მახასიათებლები. სწორედ ამიტომ საქართველოს კანონმდებლობა იცავს ასეთ მყიდველს სპეციალური მექანიზმებით.“

რა ამბობს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ? - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მომხმარებელს უფლება აქვს შეძენილი ნივთის დაბრუნება 14 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ საქონელი არ შეესაბამება აღწერილობას, ან უბრალოდ მყიდველი გადაიფიქრებს.

ეს წესი მოქმედებს სწორედ იმ შემთხვევაში, როცა საქონელი შეძენილია ელექტრონულად - ონლაინმაღაზიაში, სოციალური ქსელების გზით ან სხვა დისტანციური ფორმით.

თუ გამყიდველი უარს გეუბნებათ ნივთის დაბრუნებაზე ან თანხის დაბრუნებაზე, შეგიძლიათ მიმართოთ:

საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს
მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 154
ცხელ ხაზი: 032 2 05 44 22

საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტო შეისწავლის საქმეს, დაადგენს დარღვევას და მოვაჭრეს მისცემს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად. თუ მოვაჭრე ამ ვადაში არ რეაგირებს, მას დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა.

პრაქტიკული რჩევები ადვოკატისგან:

1.შეინახეთ ყველა გადახდის ქვითარი, ჩატი და მიმოწერა.

2. გადაიღეთ მიღებული ნივთის ფოტოები - ეს იქნება მტკიცებულება.

3. მიმართეთ წერილობით გამყიდველს ნივთის დაბრუნების მოთხოვნით.

4. თუ პასუხს ვერ მიიღებთ, შეიტანეთ საჩივარი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მომხმარებელი, ადვოკატი, სამართალი, ონლაინშოპინგი, კონკურენციის სააგენტო, დაბრუნება, საქართველოს კანონი, ელექტრონული ვაჭრობა, მომხმარებლის უფლებები, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, დაბრუნების წესი, მომხმარებლის უფლებების დაცვა, ონლაინ ვაჭრობა, 14 დღიანი დაბრუნება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, მაგრამ დოკუმენტები არ მაქვს - როგორ დავირეგისტრირო საკუთრება?

ვრცლად

ბინის ჩანაცვლება და საკუთრების დაცვა: რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ბინა ავარიულია და გაქვთ სარდაფი რეგისტრირებული ცალკე ობიექტად

ბინის ჩანაცვლება და საკუთრების დაცვა: რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი ბინა ავარიულია და გაქვთ

ვრცლად

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

სესხი ფინბიუროში - როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები და რა არის ხანდაზმულობა?

ვრცლად

რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში კანონი მოვალეს?

რამდენი ხნის შემდეგ იწურება ბანკის სესხის ვალდებულება და როგორ იცავს ამ შემთხვევაში

ვრცლად

მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

მიწის ყიდვა და რეგისტრაციის პრობლემები - ადვოკატის რჩევები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp