iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე
იურიდიული სტატია

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

17-07-2025, 14:58 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / ქონებრივი დავები / მიწის რეგისტრაცია / ოჯახური დავები 32 ნახვა
სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ადმინისტრაციული, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების სპეციალისტი ადვოკატი ნათია ნაკაშიძე მოქალაქეების აქტუალურ კითხვებს პასუხობს.

1 შეკითხვა სამშენებლო კომპანიის დაზარალებული ვარ. ბინის შესაძენად თანხას ვაგროვებდი, მაგრამ გადავწყვიტე ბინის დაგირავება და თანხა კომპანიას მივეცი. თავდაპირველად იხდიდნენ ქირას, შემდეგ კი ყოველთვიურად მიწევს თანხის მოთხოვნა და ხშირად ვერ ვიღებ. თანხას არ მიბრუნებენ. სასამართლოსთვის ბაჟის თანხა არ მაქვს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებთ სასამართლო ბაჟის გადახდას, სასამართლოს შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამისი მტკიცებულებებით. სასამართლოს შეუძლია გაგათავისუფლოთ ბაჟის გადასახადისგან ან გადაგივადოთ მისი გადახდა. მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

2 შეკითხვა მაქვს სესხი, რომელსაც ვერ ვფარავ. რეგისტრირებული ვარ მშობლების სახლში. რის ყადაღას შეიძლება დაექვემდებაროს ჩემი ვალის გამო? შესაძლებელია თუ არა სახლის ნივთების რეალიზაცია?

პასუხი: მნიშვნელოვანია, ხართ თუ არა სახლის თანამესაკუთრე, თუ მხოლოდ რეგისტრირებული. თუ მხოლოდ რეგისტრირებული ხართ, აღსრულების ბიურო მიიჩნევს, რომ სახლის ნივთები თქვენი საკუთრებაა, სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურდება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა აღსრულების მოქმედების სასამართლოში გასაჩივრება. თუ თანამესაკუთრე ხართ, შესაძლებელია თქვენი წილი უძრავი ქონების რეალიზაცია.

3 შეკითხვა მსურს, რომ ჩემი შვილების მამას ჩამოვართვა მამობის უფლებები. აქვს თუ არა სასამართლო პროცესს შედეგი?

პასუხი: მამობის უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ არსებობს სათანადო საფუძვლები, როგორიცაა მშობლის მხრიდან მოვალეობების უხეში და სისტემატური დარღვევა, ძალადობა, მავნე ჩვევები ან ბავშვის ჩაბმა არასათანადო საქმიანობაში. ასეთ შემთხვევებში სასამართლო პროცესს აზრი აქვს.

4 შეკითხვა მეზობელმა უკანონოდ დაირეგისტრირა გზა, რომლის საშუალებითაც მიწევს ჩემს ნაკვეთთან მისვლა. საჯარო რეესტრში მითხრეს, რომ ამ ტიპის რეგისტრაცია ადრე შესაძლებელი იყო. მერიას შეუძლია თუ არა ჩემი მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზის გამოყოფა?

პასუხი: მერიის პირდაპირი ვალდებულება არ არის გზის გამოყოფა. საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის გაბათილება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის მეშვეობით. აუცილებელია საქმის დეტალური შესწავლა და შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯების განსაზღვრა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები

ვრცლად

იურისტის რჩევები სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე

იურისტის რჩევები სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე

ვრცლად

კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული საქმე

კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული საქმე

ვრცლად

“კოვიდი მაქვს, მაგრამ კარანტინში ვერ დავჯდები, ჩემს შვილებს შიათ"- ემიგრანტი ქალბატონი იტალიიდან პოსტ აქვეყნებს

“კოვიდი მაქვს, მაგრამ კარანტინში ვერ დავჯდები, ჩემს შვილებს შიათ"- ემიგრანტი

ვრცლად

რას გირჩევთ იურისტი ბინის გაქირავების დროს

რას გირჩევთ იურისტი ბინის გაქირავების დროს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp