iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რას გულისხმობს „ხანდაზმული სესხი“
იურიდიული სტატია

რას გულისხმობს „ხანდაზმული სესხი“

18-01-2023, 17:31 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 659 ნახვა
რას გულისხმობს „ხანდაზმული სესხი“

ზოგადი წესის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობა ვრცელდება. ხანდაზმულობა გულისხმობს კონკრეტულ ვადას, რომლის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მოთხოვნის შესრულებაზე.

ხშირად ხანდაზმულობა გვხვდება სესხთან მიმართებით. ხშირად ე.წ. სესხის ამომღები კომპანიები მსესხებლისგან მოითხოვენ ხანდაზმული სესხების გადახდას, რაც არ არის აკრძალული. აღნიშნული კომპანიების აქტიურობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ თუ ასეთ დროს მსესხებელმა გადაიხადა სესხის თანხა, მას არ აქვს შემდგომში უფლება მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, თუნდაც გადახდის მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ასეთი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა გვქონდეს დეტალური ინფორმაცია ხანდაზმულობის თაობაზე.

სესხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს სესხის თანხა უნდა დავაბრუნოთ ერთიანად, თუ პერიოდულად. ამ ორ შემთხვევაში განსხვავება ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყებაშია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. შესაბამისად, თუ მაგალითად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით და გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად განსაზღვრული ოდენობებით, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა თორმეტივე შესრულებისთვის ცალ-ცალკე აითვლება და შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში დადგეს მოთხოვნის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ ხანდაზმულობის საკითხი.

ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მაგალითად, თუ ორი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა მსესხებლის მიერ თანხის გადახდა და ორი წლის შემდეგ მსესხებელი გადაიხდის გარკვეულ თანხას, ან დათანხმდება სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენაზე, ან სხვაგვარად ნებისმიერი ფორმით აღიარებს მოთხოვნის არსებობას, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sesxis xelshekruleba, sesxi, xandazmuli sesxi, msesxebeli, gamsesxebeli, სესხის ხელშეკრულება, სესხი, ხანდაზმული სესხი, მსესხებელი, გამსესხებელი, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი5
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ვრცლად

სესხი და იპოთეკა

სესხი და იპოთეკა

ვრცლად

მომხმარებლებთან კომუნიკაციის წესი სესხის ამოღებისას

მომხმარებლებთან კომუნიკაციის წესი სესხის ამოღებისას

ვრცლად

რა არის პრეტენზია?

რა არის პრეტენზია?

ვრცლად

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდა - რა წესების დაცვა მოუწევთ ფინანსურ ინსტიტუტებს

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდა - რა წესების დაცვა მოუწევთ ფინანსურ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp