Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

გარდაცვალების რეგისტრაცია / გარდაცვალების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები

გარდაცვალების რეგისტრაცია / გარდაცვალების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები


გარდაცვალების რეგისტრაცია / გარდაცვალების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები


საქართველოში სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია.


საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში.


 

გარდაცვალების რეგისტრაციის მოთხოვნით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს:

  • იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.


გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნით უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოთ:

  • ნებისმიერი სრულწლოვანი პირის წერილობითი განცხადება;
  • განმცხადებლის პირადობის დამდასტურებელ დოკუმენტი;
  • გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი


გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტებია:

  • გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
  • უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
  • სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
  • გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების დადასტურების შესახებ;
  • უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო ან თავდაცვის სამინისტრო) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციებში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამედიცინო დაწესებულების ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე, პირის გარდაცვალების რეგისტრაციას ახორციელებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური;


გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიმართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.


გარდაცვალების რეგისტრაცია უფასოა.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები