iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საინფორმაციო ბარათი
იურიდიული სტატია

საინფორმაციო ბარათი

25-04-2021, 14:05 სიახლე / იუსტიციის სახლი / Public Service Hall 2 707 ნახვა
საინფორმაციო ბარათი


ვის შეუძლია მოითხოვოს საინფორმაციო ბარათი ონლაინ რეჟიმში?

საინფორმაციო ბარათის მიღება შეუძლია:
1. სრულწლოვან პირს, რომელზეც შედგენილია საინფორმაციო ბარათი ან მის მინდობილ პირს.
2. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს ან კანონიერი წარმომადგენლის მინდობილ პირს.
3. გარდაცვლილი პირის მშობელს, შვილს, შვილიშვილს ან მეუღლეს.
4. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს , მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი. გარდა იმ შემთხვევისა თუ სუბიექტმა, გარდაცვალებამდე, წერილობითი ფორმითი აკრძალა, გარდაცვალების შემდეგ, მის შესახებ მონაცემების დამუშავება.

5. პირს, რომელსაც მემკვირეობასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაციისათვის სჭირდება გარდაცვლილი პირის საინფორმაციო ბარათი.

განცხადების მიღება შესაძლებელია თუ განმცხადებელს ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.

როგორ მივიღო საინფორმაციო ბარათი სახლიდან გაუსვლელად? რა დოკუმენტები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო ბარათის მისაღებად?

აღნიშნულ ლინკზე გადასვლისას თქვენ შეძლებთ თავად გამოითხოვოთ shorturl.at/uxAF1

რა დოკუმენტები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში საინფორმაციო ბარათის მისაღებად?

საინფორმაციო ბარათის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • არასრულწლოვანი პირის საინფორმაციო ბარათის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დაბადების მოწმობის ასლი
  • გარდაცვლილი პირის საინფორმაციო ბარათის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და გარდაცვალების მოწმობა

დაგჭირდებათ ასევე ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

როგორ უნდა მივხვდე განცხადება დარეგისტრირდა თუ არა?

განცხადების წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განცხადების ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება და დაუკავშირდეთ ოპერატორს ვებკამერით.

როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული საინფორმაციო ბარათი?

დამზადებული საინფორმაციო ბარათის მიღებას შეძლებთ ვებგვერდიდან, თქვენი განცხადების ნომრისა და კოდის საშუალებით.

რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი საინფორმაციო ბარათის მიღების თაობაზე ელექტრონული განცხადების წარდგენისას?

ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, ასევე განმცხადებლის ვინაობასთან ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით განცხადების მიღებაზე.

წყარო /სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო/

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ვის შეუძლია მოითხოვოს საინფორმაციო ბარათი ონლაინ რეჟიმში?საინფორმაციო ბარათის მიღება შეუძლია:1. სრულწლოვან პირს, შვილს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მშობლის, შვილის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?

როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?

ვრცლად

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

ვრცლად

მემკვიდრეობა ანდერძით

მემკვიდრეობა ანდერძით

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღების ეტაპზე

რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღების ეტაპზე

ვრცლად

სამკვიდროს გაყოფა / სამკვიდროს გაყოფის წესის განსაზღვრა

სამკვიდროს გაყოფა / სამკვიდროს გაყოფის წესის განსაზღვრა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp