iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დაბადების მოწმობა / დაბადების პირველადი მოწმობა უფასოა
იურიდიული სტატია

დაბადების მოწმობა / დაბადების პირველადი მოწმობა უფასოა

28-08-2024, 13:37 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / იუსტიციის სახლი / Public Service Hall / imigration lawyer in Georgia 278 ნახვა
დაბადების მოწმობა / დაბადების პირველადი მოწმობა უფასოა

დაბადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტია, რომელიც სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ დაბადებული შვილის, ასევე საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს.

1. დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით უფლებამოსილ პირს შესაძლებელია მიმართოს:

  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
  • იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.

2. განცხადებას დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს:

  • ბავშვის ერთ-ერთი მშობელი;
  • მშობლის მინდობილი პირი; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
  • იმ სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, სადაც დაიბადა ბავშვი;
  • გამგეობის (მერიის) რწმუნებული, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე.

3. დაბადების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს რეგისტრაციის საფუძვლის გათვალისწინებით ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე;
  • გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
  • მშობლების მითითების საფუძვლის გათვალისწინებით:

ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა უნდა წარადგინონ:

  • ქორწინების მოწმობა;
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინონ:

  • ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ქორწინებაში არმყოფმა დედამ ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ–ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ასევე წარსადგენია - ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე

დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის მომართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

დაბადების რეგისტრაცია უფასოა.

თუკი დაბადების მოწმობას დაკარგავთ?
თუკი დაბადების მოწმობას დაკარგავთ, ,შეგიძლიათ, განმეორებითი მოითხოვოთ. დოკუმენტი 5 დღის ვადაში გაიცემა და ღირებულება 5 ლარია. სრულწლოვან პირს პირადობის მოწმობით შეუძლია, როგორც თავის, ასევე შვილის დაბადების მოწმობის გამოითხოვოს. სხვა შემთხვევაში საჭიროა მშობლის მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დაბადების მოწმობა, დაბადების, მოწმობა, პირველადი მოწმობა უფასოა, dabadebis, mowmoba, dabadebis registracia
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დაბადების რეგისტრაცია

დაბადების რეგისტრაცია

ვრცლად

დაბადების რეგისტრაცია

დაბადების რეგისტრაცია

ვრცლად

სტატია

სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ

ვრცლად

რა შემთხვევაში მოიპოვებს პირი საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით ?

რა შემთხვევაში მოიპოვებს პირი საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით ?

ვრცლად

მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp