iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა
იურიდიული სტატია

მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა

14-03-2023, 16:18 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი 246 ნახვა
მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ არ არის შეუზღუდავი, რის უზრუნველსაყოფადაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობა, რისი ვადის გასვლის შემდეგაც, მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირს, რომელსაც აქვს სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლება, მან მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა მიმართოს მოვალეს ან სასამართლოს გარკვეულ ვადებში, რამეთუ ასეთი უფლება დროში სამუდამოდ არ არსებობს და მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაუგებარი არ იყოს.

ხანდაზმულობის ზოგადი წესების მიხედვით, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. კანონი ითვალისწინებს განსხვავებულ დანაწესებს მოთხოვნების ხანდაზმულობისათვის, რომელიც შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების დროს – ექვს წელს.

ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება გარკვეული გარემოებების არსებობის დროს შეჩერდეს. ასეთს ადგილი აქვს, თუ: ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში (მორატორიუმი); ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა; გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაზე; დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

გარდა ამისა, ქორწინების განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ ქორწინება არსებობს, მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება. იგივე წესი მოქმედებს მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე.

ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, მაგრამ, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც. თუკი საქმე სასამართლოშია, მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის დროსაც მოვალეს შეუძლია მიუთითოს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაც იწვევს სარჩელის არ დაკმაყოფილებას, ხოლო თუ ამგვარ შედავებას არ განახორციელებს მოვალე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს არ ექნება უფლება მოთხოვნა მიიჩნიოს ხანდაზმულად ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი და სარჩელი დაკმაყოფილდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ვრცლად

როდიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა

როდიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა

ვრცლად

რას გულისხმობს „ხანდაზმული სესხი“

რას გულისხმობს „ხანდაზმული სესხი“

ვრცლად

რა შემთხვევებში ჩერდება ხანდაზმულობის ვადა

რა შემთხვევებში ჩერდება ხანდაზმულობის ვადა

ვრცლად

კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp