iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა შემთხვევებში ჩერდება ხანდაზმულობის ვადა
იურიდიული სტატია

რა შემთხვევებში ჩერდება ხანდაზმულობის ვადა

7-03-2023, 17:38 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი / სახელშეკრულებო სამართალი 357 ნახვა
რა შემთხვევებში ჩერდება ხანდაზმულობის ვადა

ხანდაზმულობა არის პერიოდი , რომლის განმავლობაში პირს უფლება აქვს მოითხოვოს სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება. ხანდაზმულობის ვადა ძირითადად უწყვეტად მიმდინარეობს , მაგრამ რეალურად არის კანონით გათვალისწინებული ისეთი გარემოებები, რომლებიც აბრკოლებებნ ანდა ართულებენ დადგენილ ვადაში წარადგინოს პირმა სარჩელი თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად თუ დარღვევის აღსაკვეთად. ასეთი გარემოებების არსებობის დროს , სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ითვლება შეჩერებულად. ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსი ის არის , რომ დრო , რომლის განმავლობაშიც მოქმედებს ის გარემოებები , რომლებიც იწვევენ ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას და რომლებიც აბრკოლებენ დარღვეული უფლების დაცვას , არ ჩაითვლება კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად , ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევს შემდეგი გარემოებები:

1) ვალდებულების შესრულების გადავადება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ , ანუ ე.წ. მორატორიუმი.

2) განასკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა , რომელიც აბრკოლებს სარჩელის წარდგენას.

3) კრედიტორის ან მოვალის ყოფნა შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში , რომელიც გადაყვანილია საომარ მოქმედებაზე.

4) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში , თუ მორატორიუმი, დაუძლეველი ძალა , არმიის რიგებში ყოფნა წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში, ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია , -ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.

ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება , თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს მოთხოვნის არსებობას ავანსის, პროცენტის გადახდით , გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად. ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად , ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით.

სარჩელის შეტანის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება მანამ , სანამ საასმრთლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში , ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს , თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სარჩელი დატოვებული იქნება განუხილველად. თუ ხანდაზმულოვის ვადის დენა შეწყდა , მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა თავიდან დაიწყება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საგადასახადო დავები 599505578, დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრება, ქართველები იტალიაში, იტალიაში ქართველები, ემიგრანტები იტალიაში, ქართველი ემიგრანტები იტალიაში, ადვოკატი იტალიაში, იტალიაში ადვოკატი, შემოსავლების სამსახურში გასაჩივრება, საჩივრის წარდგე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ხანდაზმულობა - სამოქალაქო სამართალში

ვრცლად

როდიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა

როდიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა

ვრცლად

რას გულისხმობს „ხანდაზმული სესხი“

რას გულისხმობს „ხანდაზმული სესხი“

ვრცლად

კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

ვრცლად

დაცვის მხარის მტკიცებულებები

დაცვის მხარის მტკიცებულებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp