iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რას გულისხმობს საქორწინო ხელშეკრულება
იურიდიული სტატია

რას გულისხმობს საქორწინო ხელშეკრულება

7-03-2023, 11:10 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi / სახელშეკრულებო სამართალი 200 ნახვა
რას გულისხმობს საქორწინო ხელშეკრულება

საქართველოს კანონმდებლობა მეუღლეებს შესაძლებლობას აძლევს, დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინებისას, ასევე განქორწინებისას.

მიუხედავად ამისა, საქორწინო ხელშეკრულება წარმოადგენს ნაკლებად გავრცელებულ სამართლებრივ ინსტიტუტს ქართულ რეალობაში.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს. ამასთანავე, ხელშეკრულება სავალდებულო გარიგებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ აუცილებელია მისი დადება წერილობითი ფორმით, ასევე დადასტურება სანოტარო წესით.

ზოგადი რეგულირების მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). მეუღლეებს შეუძლიათ, საკუთრებისთვის კანონით დადგენილი ეს წესი შეცვალონ საქორწინო ხელშეკრულების დადების გზით.

მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას. საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების დადგომით.

საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გაითვალისწინონ ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონის საფუძველზე რეგულირებულ იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულებით, კერძოდ, ესენია: მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობა, დავის შემთხვევაში - სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება, შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა შეთანხმებით, თუმცა, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა დაუშვებელია. ზოგადი წესის მიხედვით კი, საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქორწინო კონტრაქტი

საქორწინო კონტრაქტი

ვრცლად

როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?

როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?

ვრცლად

საქორწინო ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება

ვრცლად

რა არის საქორწინო ხელშეკრულება?

რა არის საქორწინო ხელშეკრულება?

ვრცლად

საქორწინო ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp