iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ოჯახური დავები » როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?
იურიდიული სტატია

როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?

13-08-2020, 16:22 ოჯახური დავები / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა 1 118 ნახვა
როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?
როდის შეგიძლიათ საქორწინო ხელშეკრულების დადება?

ხელშეკრულების ფორმა - საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით.

საქორწინო ხელშეკრულების დადება შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ - შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს ქორწინების რეგისტრაციამდე შეუძლია დადოს საქორწინო ხელშეკრულება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

საქორწინო ხელშეკრულების შინაარსი
1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე.
2. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი.
3. მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.

საქორწინო ხელშეკრულების დადება
1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს.
2. საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან.

საოჯახო ხარჯების გაწევის წესი - მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას.

საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობათა შეზღუდვა - საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების დადგომით.

მოვალეობები, რომელთა შეცვლაც საქორწინო ხელშეკრულებით დაუშვებელია
1. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და – დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება.
2. ხელშეკრულებით ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
2. ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია.
3. საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

საქორწინო ხელშეკრულების პირობების შეცვლა სასამართლოს მიერ
- დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განქორწინება, განქორწინებული, დაშორება, გაყრა, დაშორდა, ოჯახის დანგრევა, ganqorwineba, gankorwinebuli, gashoreba, gashorebuli, ojaxi, dangrseparation, division, split, annulment, breakup, dissolution, breach, break, detachment
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა არის საქორწინო ხელშეკრულება?

რა არის საქორწინო ხელშეკრულება?

ვრცლად

საქორწინო ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება

ვრცლად

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

საქორწინო ასაკი / არასრულწლოვანთან ქორწინება

ვრცლად

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

ვრცლად

მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

მეუღლეთა თანასაკუთრება / თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ურთიერთშეთანხმებით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp