Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა განსხვავებაა ჩუქებისა და რჩენის ხელშეკრულებებს შორის გვპასუხობს ნათია ნაკაშიძე

რა განსხვავებაა ჩუქებისა და რჩენის ხელშეკრულებებს შორის გვპასუხობს ნათია ნაკაშიძე



სახელშეკრულებო სამართალში ქონების საკუთრებაში გადაცემის რამდენიმე სახე არსეობობს.მათ შორისაა ჩუქებისა და სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებები. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან დეტალურად აგვისხნის ჩვენი იურისტი ნათია ნაკაშიძე.       

 -ქალბატონო ნათია,რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა და როგორ ფორმდება ?

პასუხი-სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება სანოტარო წესით ფორმდება. სამისდღეშიო რჩენა გულისხმობს, როდესაც ერთი ადამიანი (მარჩენალი) მეორე ადამიანის (სარჩენის) რჩენის ვალდებულებას იღებს ქონების გადაცემის სანაცვლოდ.

მაგალითად, როდესაც ადამიანს სჭირდება მოვლა და დამხმარე არ ჰყავს, აფორმებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას, სადაც განსაზღვრულია მარჩენალისა და სარჩენის უფლება-მოვალეობები. მარჩენალი ვალდებულია, სარჩენს სიცოხლის მანძილზე გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო ფულადი ან ნატურალური სახით (საკვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით), ხოლო სარჩენი მარჩენალს, სანაცვლოდ, ქონებას გადასცემს. 

  -აუცილებელია ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული იყოს?

პასუხი-სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება მხარეებისთვის უსაფრთხოების გარანტიაა. კანონი ორივე მხარეს იცავს შესაძლო რისკებისგან. მარჩენალი გადაცემული ქონების სრულფასოვანი მესაკუთრე მხოლოდ სარჩენის გარდაცვალების შემდეგ ხდება. მანამდე მას უფლება არ აქვს, ქონება სარჩენის სიცოცხლეში გაასხვისოს, დააგირავოს ან იპოთეკით დატვირთოს სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. შესაბამისად, ვერც სარჩენი გაასხვისებს მარჩენალისთვის გადაცემულ ქონებას, მას მხოლოდ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება აქვს. 

ამასთან, თუკი მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტას გადაწყვეტენ, სარჩენს მარჩენალისთვის გადაცემული ქონება უბრუნდება.  

- ეს ხელშეკრულება გავს ჩუქებას.რა განსხვავებაა მათ შორის?

პასუხი -ჩუქების ხელშეკრულება ფორმდება იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრე ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს სხვა პირს. ნოტარიუსთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ნებისმიერი მხარისთვის დაცულობის გარანტიაა. 

მაგალითად, თუ დასაჩუქრებული შეურაცხყოფს მჩუქებელს ან გამოიჩენს უმადურობას, „სამოქალაქო კოდექსის“ საფუძველზე, მჩუქებელს უფლება აქვს, ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვოს. აღნიშნული რისკის თავიდან აცილების მიზნით, ნოტარიუსს შეუძლია, მესაკუთრეს არჩევანის საშუალება მისცეს - ჩუქების ხელშეკრულების ნაცვლად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება ურჩიოს.

 - ქალბატონო ნათია,რა ხდება მაშინ თუ მჩუქებელს აღარ შეეძლება მეორე მხარის რჩენა?

პასუხი -მჩუქებელმა უნდა იცოდეს, რომ თუკი სამომავლოდ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და არ შეეძლება საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი ადამიანების რჩენა, მას „სამოქალაქო კოდექსის“ საფუძველზე, უფლება აქვს, დასაჩუქრებულს ქონება უკან მოსთხოვოს. თუმცა, თუკი გამჩუქებელი განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩაიგდებს თავს მძიმე მდგომარებაში, კანონის აღნიშული ნორმის გამოყენების უფლება აღარ ექნება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები