iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » იურისტი განგვიმარტავს:რა განსხვავებაა ჩუქებისა და რჩენის ხელშეკრულებებს შორის
იურიდიული სტატია

იურისტი განგვიმარტავს:რა განსხვავებაა ჩუქებისა და რჩენის ხელშეკრულებებს შორის

2-03-2023, 12:48 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი 185 ნახვა
იურისტი განგვიმარტავს:რა განსხვავებაა ჩუქებისა და რჩენის ხელშეკრულებებს შორის

სახელშეკრულებო სამართალში ქონების საკუთრებაში გადაცემის რამდენიმე სახე არსეობობს.მათ შორისაა ჩუქებისა და სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებები. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან დეტალურად აგვისხნის ჩვენი იურისტი.

-სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება სანოტარო წესით ფორმდება. სამისდღეშიო რჩენა გულისხმობს, როდესაც ერთი ადამიანი (მარჩენალი) მეორე ადამიანის (სარჩენის) რჩენის ვალდებულებას იღებს ქონების გადაცემის სანაცვლოდ.

მაგალითად, როდესაც ადამიანს სჭირდება მოვლა და დამხმარე არ ჰყავს, აფორმებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას, სადაც განსაზღვრულია მარჩენალისა და სარჩენის უფლება-მოვალეობები. მარჩენალი ვალდებულია, სარჩენს სიცოხლის მანძილზე გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო ფულადი ან ნატურალური სახით (საკვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით), ხოლო სარჩენი მარჩენალს, სანაცვლოდ, ქონებას გადასცემს.

სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება მხარეებისთვის უსაფრთხოების გარანტიაა. კანონი ორივე მხარეს იცავს შესაძლო რისკებისგან. მარჩენალი გადაცემული ქონების სრულფასოვანი მესაკუთრე მხოლოდ სარჩენის გარდაცვალების შემდეგ ხდება. მანამდე მას უფლება არ აქვს, ქონება სარჩენის სიცოცხლეში გაასხვისოს, დააგირავოს ან იპოთეკით დატვირთოს სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. შესაბამისად, ვერც სარჩენი გაასხვისებს მარჩენალისთვის გადაცემულ ქონებას, მას მხოლოდ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება აქვს.

ამასთან, თუკი მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტას გადაწყვეტენ, სარჩენს მარჩენალისთვის გადაცემული ქონება უბრუნდება.

ჩუქების ხელშეკრულება ფორმდება იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრე ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს სხვა პირს. ნოტარიუსთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ნებისმიერი მხარისთვის დაცულობის გარანტიაა.

მაგალითად, თუ დასაჩუქრებული შეურაცხყოფs მჩუქებელს ან გამოიჩენს უმადურობას, „სამოქალაქო კოდექსის“ საფუძველზე, მჩუქებელს უფლება აქვს, ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვოს. აღნიშნული რისკის თავიდან აცილების მიზნით, ნოტარიუსს შეუძლია, მესაკუთრეს არჩევანის საშუალება მისცეს - ჩუქების ხელშეკრულების ნაცვლად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება ურჩიოს.

ასევე, მჩუქებელმა უნდა იცოდეს, რომ თუკი სამომავლოდ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და არ შეეძლება საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი ადამიანების რჩენა, მას „სამოქალაქო კოდექსის“ საფუძველზე, უფლება აქვს, დასაჩუქრებულს ქონება უკან მოსთხოვოს. თუმცა, თუკი გამჩუქებელი განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩაიგდებს თავს მძიმე მდგომარებაში, კანონის აღნიშული ნორმის გამოყენების უფლება აღარ ექნება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული რისკები

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული რისკები

ვრცლად

სამისდღეშიო სარჩო-რა უფლებები აქვს სარჩენს და რა ევალება მარჩენალს

სამისდღეშიო სარჩო-რა უფლებები აქვს სარჩენს და რა ევალება მარჩენალს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp