iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა
იურიდიული სტატია

რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

2-03-2023, 10:49 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი 505 ნახვა
რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა არის ხელშეკრულების სახე, რომლის ძალითაც მარჩენალი მოვალეა გადაუხადოს სარჩენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სარჩო, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო სარჩენი მოვალეა გადასცეს მარჩენალს საკუთრებად ქონება. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

ძირითადად, ასეთი ხელშეკრულება იდება იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც რჩენის მოვალეობის სანაცვლოდ გადასცემს თავის ქონებას.

ხელშეკრულების საგანია ის ქონება, რომელიც არის სარჩენის საკუთრება. ეს ქონება შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი. თავის მხრივ, მარჩენალი ვალდებულია ამ ქონების სანაცვლოდ უხადოს სარჩენს სარჩო, რომელიც შეიძლება დადგინდეს ფულადად ან ნატურალური სახით. თუ სარჩო დადგენილია ნატურალური სახით, მაშინ ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ყველა პირობა.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს უძრავი ქონების გადაცემას, მაშინ იგი, წერილობით ფორმასთან ერთად, საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ხელშეკრულების ბათილობას.

როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე და მოითხოვონ რეგისტრირებული სამისდღეშიო ხელშეკრულების გაუქმება. მოთხოვნა გაუქმების თაობაზე უნდა მოხდეს, მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით სათანადო წესით დამოწმებული ხელშეკრულების თაობაზე. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ასევე წყდება სარჩენის გარდაცვალებით. ამ შემთხვევაში მარჩენალი იკავებს მესაკუთრის (სარჩენის) ადგილს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ვრცლად

ვის ეკისრება ალიმენტის გადახდის ვალდებულება

ვის ეკისრება ალიმენტის გადახდის ვალდებულება

ვრცლად

იჯარის ხელშეკრულება

იჯარის ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp