iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული რისკები
იურიდიული სტატია

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული რისკები

2-03-2023, 11:26 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი 286 ნახვა
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და მასთან დაკავშირებული რისკები

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ისეთ ხელშეკრულებებს, როგორიცაა: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა, სესხი. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს და ამით სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის და სადამფუძნებლო ხელშეკრულებებისაგან განსხვავდება. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ხდება განსაზღვრული ქონების საკუთრებაში გადაცემა. ამით იგი ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებისაგან განსხვავდება.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება სხვადასხვა გარემოებით შეიძლება იყოს განპირობებული, ძირითადად იგი იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებას და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას გადასცემს.

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში სარისკო პირობად ითვლება სარჩენის გარდაცვალების ფაქტი, ასევე მისი გარდაცვალების დროც. უცნობია, როდის დადგება სარჩენის გარდაცვალება. ამიტომ შეუძლებელია მომავალში სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიხედვით მისაღები სამისდღეშიო სარჩოს ზუსტი ოდენობის გამოანგარიშებაც. შესაბამისად, რჩენის ხელშეკრულება რისკთან კავშირშია იმდენად, რამდენადაც სარჩოს გადახდის ოდენობა გადაცემული ქონების ღირებულებასთან შედარებით მეტი ან ნაკლები აღმოჩნდება.

სარჩენისთვის ხელშეკრულების დადება რისკია რადგანაც ქონების გადაცემიდან მისაღები შემოსავალი მისი გადახდის ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი. ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა გარემოების ძალით, მაგ., ეკონომიკის არამდგრადობა, პოლიტიკური და სოციალური სიტუაციები, ინფლაცია, ფულადი ერთეულის დევალვაცია, ფასების უეცარი რყევა, სარჩოს ოდენობა უნდა შეიცვალოს. თუმცა მარჩენალი ასევე ეწევა იმის რისკს, რომ რჩენის ურთიერთობის საერთო თანხა უფრო მეტი ღირებულების აღმოჩნდება, ვიდრე მასზე გადაცემული ქონების ღირებულებაა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მატერიალური კეთილდღეობის გარდა, სამისდღეშიო რჩენა ადამიანურ ღირებულებებსაც უკავშირდება. მაგალითად,მხარეებს შორის ნდობა, პატივისცემა, მადლიერება, ურთიერთობის სურვილი, კეთილგანწყობა და სხვ. ამიტომაც რისკი, რომელიც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობებს, ერთდროულად ორ ასპექტში ვლინდება: ვალდებულების არაჯეროვანი ან საერთოდ შეუსრულებლობა და ადამიანური შეუთავსებლობა.

თუ ერთი მხარეს სარგებელი აქვს, ძალაუნებრუად მეორე მხარე ზარალდება.ამიტომაც,ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით,სამისდღეშიო ხელშეკრულების გაფორმება არც ისე ადვილია და მოითხოვს ყველა დეტალის მხედველობაში მიღებას.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

რას გულისხმობს სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

სამისდღეშიო რჩენა

სამისდღეშიო რჩენა

ვრცლად

საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

ვრცლად

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

ვრცლად

მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა / სარჩოს ოდენობის განსაზღვრა

მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა / სარჩოს ოდენობის განსაზღვრა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp