iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ქონების წილის მოთხოვნა განქორწინების შემდეგ
იურიდიული სტატია

ქონების წილის მოთხოვნა განქორწინების შემდეგ

24-02-2023, 16:51 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / განქორწინება / ოჯახური დავები 411 ნახვა
ქონების წილის მოთხოვნა განქორწინების შემდეგ

განქორწინებისას მეუღლეებს შორის ქონება თანაბრად იყოფა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა. მხოლოდ ის ქონება იყოფა, რომელიც თანაცხოვრების დროსაა შეძენილი. თუ ერთმა მეუღლემ მემკვიდრეობით მიიღო ან ამ კონკრეტულ პირს აჩუქეს, ნაჩუქარი და მემკვიდრეობით მიღებული ქონება არ გაიყოფა. სხვა დანარჩენი თანაბრად იყოფა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქორწინებად ითვლება მხოლოდ სამოქალაქო რეესტრში ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი. თუ ადამიანები ერთად ცხოვრობენ ან ჯვარი აქვთ დაწერილი, ქონება არ იყოფა.

თუ სახლი ქორწინებამდეა შეძენილი, არ გაიყოფა. გამონაკლისი ამ კუთხით არის ის, რომ თანაცხოვრების დროს თუ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნული ქონების მდგომარეობა და ღირებულებაც ბევრად გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება თანამესაკუთრეობაზეც ვისაუბროთ. მაგალითად, თუ ერთ მეუღლეს ბინა ქორწინებამდე ჰქონდა და რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ეს სახლი გარემონტდა, გაიზარდა ფართი, გაკეთდა დაშენება ან იმგვარი გადაგეგმარება, რომ ამან მნიშვნელოვნად გაზარდა სახლის საბაზრო ღირებულება და მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ეს ქონება გაიყოს. მაგრამ, სტანდარტულად, თუ ქონება რომელიმე მეუღლეს ქორწინებამდე აქვს შეძენილი, ამ ქონებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლება არ გავრცელდება.

როდესაც მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ და ბავშვი რომელიმე ერთ მშობელთან საცხოვრებლად რჩება, ასეთ შემთხვევაში ამ მშობელს აქვს უფლება, რომ მეორე მშობლისგან ალიმენტი მოითხოვოს. მაგალითად, თუ ბავშვი დედასთან რჩება, მას შეუძლია შვილის სახელით მამას ალიმენტი მოსთხოვოს. ასევეა პირიქით. ვისთანაც ცხოვრობს ბავშვი, ის მშობელი ითხოვს ალიმენტს. კარგ ვარიანტში შეიძლება მეუღლეები თავადვე შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, გადახდის წესსა და პერიოდულობაზე. მათ შორის, ფორმაზე, საბანკო ანგარიშზე დაირიცხება თანხა, ხელზე მისცემენ თუ სხვა. მაგრამ, თუ მხარეები ამაზე ვერ თანხმდებიან, მშობელს, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, უფლება აქვს, რომ მეორე მშობლის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. ასეთ შემთხვევაში საქმეს მოსამართლე განიხილავს. ალიმენტის დადგენილი ოდენობა კანონში პირდაპირ არ წერია. მხედველობაში მიიღება მამისა და დედის ქონებრივი მდგომარეობა, ასევე ბავშვის საჭიროებები და ასე შემდეგ. ალიმენტის გადახდა 18 წლამდე ხდება. თუმცა, თუ ბავშვი შშმ პირია, არ აქვს იმისშესაძლებლობა, რომ თავად იზრუნოს საკუთარ თავზე, გადახდის ვალდებულება შეიძლება 18 წლის შემდეგაც გაგრძელდეს. გააჩნია შვილის ჯანმრთელობასა და შესაძლებლობებს.

თუ ქმარი თავის წილს არ აძლევს ცოლს, ქალს უფლება არ აქვს მეუღლის ოჯახს მოსთხოვოს ქონება, რადგან მხოლოდ მეუღლეების ქონება იყოფა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

ვრცლად

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

ვრცლად

როგორ ხდება ქონების გაყოფა განქორწინების დროს – ინტერვიუ "ნაკაშიძე და პარტნიორების" იურისტთან ნათია ნაკაშიძესთან

როგორ ხდება ქონების გაყოფა განქორწინების დროს – ინტერვიუ "ნაკაშიძე და

ვრცლად

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ვრცლად

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას?

როგორ იყოფა ქონება განქორწინებისას?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp