iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდა - რა წესების დაცვა მოუწევთ ფინანსურ ინსტიტუტებს
იურიდიული სტატია

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდა - რა წესების დაცვა მოუწევთ ფინანსურ ინსტიტუტებს

9-01-2023, 10:41 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 410 ნახვა
ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდა - რა წესების დაცვა მოუწევთ ფინანსურ ინსტიტუტებს

2023 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, ცვლილებები ეხება სესხების რესტრუქტურიზაციას და რეფინანსირებას.

ბრძანების თანახმად, სესხის გამცემმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ კრედიტის რეფინანსირებისას ან რესტრუქტურიზაციისას არ მოხდეს მსესხებლის ჯამური ვალდებულების მოცულობის ზრდა.

ცვლილებები სესხების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციაში:

რესტრუქტურიზებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განმარტებული რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი (სესხი) ან სესხი, რომლის პირობები იცვლება სესხის მომსახურების პერიოდში მსესხებლის ფინანსური სირთულეების მიზეზით მის მიერ სესხის მომსახურების შეუძლებლობის გამო (მათ შორის, თუ ამ დებულებით დადგენილი კოეფიციენტები დაირღვა). მსესხებლის ფინანსური სირთულეების შეფასებისა და დადასტურების წესები სესხის გამცემი ორგანიზაციის ადეკვატური შიდა პოლიტიკა-პროცედურებით უნდა განისაზღვროს;

რეფინანსირებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განმარტებული რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტი (სესხი) იმ თავისებურების გათვალისწინებით, რომ სესხის რეფინანსირებისას არ უნდა ხდებოდეს ვალდებულების მოცულობის ზრდა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/სესხებზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯი;“

ცვლილებების მიხედვით, ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება 2019 წლის პირველ იანვრამდე არსებულ სასესხო ნაშთებსა და მათ რეფინანსირებაზე/საყურადღებო მოდიფიკაციაზე. აღნიშნული, მათ შორის, არ ვრცელდება 2019 წლის პირველი იანვრის შემდგომ განხორციელებულ რეფინანსირებაზე/საყურადღებო მოდიფიკაციაზე (შესაძლებელია, გაკეთდეს რამდენჯერმე), თუ თავდაპირველი სესხი გაცემულია 2019 წლის პირველ იანვრამდე.

ამ დებულების მოთხოვნები ვრცელდება 2019 წლის პირველი იანვრის შემდეგ გაცემული სესხის რეფინანსირებაზე/საყურადღებო მოდიფიკაციაზე.“

ბრძანება 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: fizikuri pirebi, dakreditebis wesi, sesxi, sesxis cvlilebebi, ფიზიკური პირები, დაკრედიტების წესი, სესხი, სესხის ცვლილებები, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს

ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე

ვრცლად

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით დაფარვის საკომისიო დაუწესონ

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით

ვრცლად

9 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾1.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

9 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾1.5 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

ვრცლად

მომხმარებლებთან კომუნიკაციის წესი სესხის ამოღებისას

მომხმარებლებთან კომუნიკაციის წესი სესხის ამოღებისას

ვრცლად

სესხი და იპოთეკა

სესხი და იპოთეკა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp