iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » მომხმარებლებთან კომუნიკაციის წესი სესხის ამოღებისას
იურიდიული სტატია

მომხმარებლებთან კომუნიკაციის წესი სესხის ამოღებისას

30-12-2022, 13:36 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 250 ნახვა
მომხმარებლებთან კომუნიკაციის წესი სესხის ამოღებისას

ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი. ბრძანება ამოქმედდა 2022 წლის 1 მარტიდან. ეთიკის კოდექსის მიხედვით ბანკს, მიკროსაფინანსოს, და სხვა სესხის გამცემ სუბიექტებს აქვთ ვალდებულება მათ კლიენტთან კომუნიკაცია ემყარებოდეს სანდოობის, გამჭვირვალობის, პატივისცემის, სიზუსტის და უტყუარობის, ზნეობის ნორმებისა დაცვისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.

ფინანსური ორგანიზაციის კომუნიკაცია მომხმარებელთან ურთიერთობისას უნდა იყოს საქმიანი და ზრდილობიანი. სესხის ამომღებმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს უტყუარი, სწორი და სრული ინფორმაცია. არ უნდა მიაწოდოს იმ ფორმით, რომ მომხმარებელს არასწორი მოლოდინები შეექმნას და უბიძგოს გააკეთოს ის, რასაც არ გააკეთებდა სრულად გათვითცნობიერებული რომ ყოფილიყო. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: კოდექსის მიხედვით, თუ მომხმარებელთან დაკავშირება ხდება ხანდაზმული სესხის შესახებ, ადრესატს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ სესხი ხანდაზმულია და უნდა განემარტოს რას ნიშნავს ხანდაზმულობა. აქვე გაითვალისწინეთ რომ ეს დათქმა ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც სესხი სასამართლოს მიერ ხანდაზმულად არის აღიარებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ეს არის ერთადერთი ლუფტი, რაც ვფიქრობ გამოსასწორებელია. სრული ინფორმაციის მიწოდებაში უნდა მოიაზრებოდეს ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ფაქტობრივად ხანდაზმულ სესხებზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

ამომღებმა არ უნდა დაუშვას რომ მომხმარებლის რეპუტაცია შეილახოს სესხის ამოღების პროცესში. ძალიან სასიხარულოა რომ სესხის ფინ-ორგანიზაციას დაევალა მომხმარებელთან გამართული საუბრის ჩაწერა და მისი შენახვა 2 თვის ვადით (ეს არ ეხება facetoface შეხვედრას). თუ ეჭვობთ, რომ ეთიკის კოდექსს არღვევს ამომღები, მაშინ შეგიძლიათ 2 თვის ვადაში დააფიქსიროთ პრეტენზია სებში. მტკიცების ტვირთი ეკისრება ამომღებ დაწესებულებას. აქამდე ზოგიერთი მონდომებული ფინანსური დაწესებულების წარმომადგენელი, იმისთვის რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნა მოვალისათვის, ზედმეტად ადრე ან ძალიან გვიან ურეკავდა მოვალეს. კოდექსით კი განისაზღვრა რომ კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე. თუ თქვენ გყავთ ადვოკატი/ სხვა წარმომადგენელი, შეგიძლიათ ამომღებს მოსთხოვოთ რომ თქვენს ნაცვლად დაუკავშირდეს თქვენს წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში თქვენთან დაკავშირება საფინანსო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ თქვენს წარმომადგენელს ვერ დაუკავშირდება/ ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს თქვენს წარმომადგენლობაზე.

მოწესრიგებამდე, მრავლად იყო შემთხვევები, როცა საფინანსო ორგანიზაციები უკავშირდებოდნენ ყველას, ვისთანაც შეიძლება მსესხებელს შეხება ჰქონოდა, ზოგჯერ მათ ემუქრებოდნენ კიდეც, ხშირი იყო კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შემთხვევები. ახალი მოწესრიგების მიხედვით,ფინ- ორგანოს შეუძლია დაუკავშირდეს მხოლოდ თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ან დაკავშირებულ პირს. ამ დროს თანამშრომელმა კომუნიკაციისას უნდა ახსენოს საკუთარი სახელი(რაც მოიცავს სახელსა და გვარს), ორგანიზაცია რომელსაც წარმოადგენს და ის, რომ მას უკავშირდება მხოლოდ მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაძიებლად. არ უნდა ახსენოს კრედიტის მოცულობა და ა.შ. ამ პირს შეუძლია უარი უთხრას ინფორმაციის მიწოდებაზე და განუმარტოს, რომ შემდგომში აღარ სურს ამ საკითხზე კომუნიკაცია. ამის შემდეგ ფინანსურ დაწესებულებას ერთმევა უფლება კიდევ დაუკავშირდეს უარის განმცხადებელს. ამომღებს ეკრძალება კლიენტის/ მისი ოჯახის ბინაში უკანონო ვიზიტი საკუთრების აღწერის მიზნით. ხშირი იყო შემთხვევები, როცა აებ-ს თანამშრომლებად ასაღებდნენ თავებს ამომღებები, კოდექსმა ეს მხარეც მოაწესრიგა. ასევე არ შეუძლიათ მიუთითონ, რომ სესხის გადაუხდელობისას შეიძლება დაგიჭირონ და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sakredito xelshekruleba, kreditori, movale, sesxi, sesxis procenti, davalianeba, საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტორი, მოვალე, სესხი, სესხის პროცენტი, დავალიანება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ად
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს

ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე

ვრცლად

სესხი და იპოთეკა

სესხი და იპოთეკა

ვრცლად

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით დაფარვის საკომისიო დაუწესონ

სებ: ბანკებს ეკრძალებათ სავალუტო სესხის ლარში გადატანისას მომხმარებლებს წინსწრებით

ვრცლად

ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

ვრცლად

როგორ არის დაცული საქართველოში მომხმარებელთა უფლებები

როგორ არის დაცული საქართველოში მომხმარებელთა უფლებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp