iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ვინ მიიჩნევა პოლიტიკურ პატიმრად
იურიდიული სტატია

ვინ მიიჩნევა პოლიტიკურ პატიმრად

12-01-2023, 13:31 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 226 ნახვა
ვინ მიიჩნევა პოლიტიკურ პატიმრად

2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი და იმავე დღეს მიიღო დადგენილება „2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. საინტერესოა, რომ თვითონ აღნიშნული ამნისტიის შესახებ კანოი ეყრდნობა უკვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1900 (2012) რეზოლუციას და მასზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამ რეზოლუციით მიღებული კრიტერიუმების საფუძველზე შესაძლებელია მან ჩათვალოს, რომ პირი შეიძლება იყოს პოილიტიკური პატიმარი ან არ იყოს პოლიტიკური პატიმარი;

აღნიშნული რეზოლუციით დადგენილია კრიტერიუმები პოლიტიკურ დევნილად აღიარებისათვის ანუ პირის მიმართ ტერმინის გამოყენება არის თუ არა ის პოლიტიკური დევნილი უნდა განხორციელდეს აღნიშნული კრიტერიუმების მისადაგების დროს. ეს კრიტერიუმებია:„პირად თავისუფლებას მოკლებული პირი „პოლიტიკური პატიმარია“ თუ:

ა) თუ პირის თავისუფლების აღკვეთა განხორციელდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში მოყვანილი ფუნდამენტური გარანტიების დარღვევით, კერძოდ: აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების გამო;

ბ) თუ პირის თავისუფლების აღკვეთა განხორციელდა წმინდა პოლიტიკური მიზეზების გამო და არ იყო დაკავშირებული რაიმე დანაშაულთან;

გ) თუ კი პოლიტიკური მოტივით, პირის დაკავების ხანგრძლივობა და მისი პირობები იმ დანაშაულის აშკარად არაპროპორციულია რომლის ჩადენაში პიროვნება ბრალდებულ იქნა ან ეჭვმიტანილია;

დ) თუ კი პოლიტიკური მოტივით, პირი დაკავებულია და იმყოფება დისკრიმინაციულ გარემოში სხვა პირებთან შედარებით;

ე) თუ კი თავისუფლების აღკვეთა არის სასამართლო განხივლის შედეგი, ხოლო აღნიშნული სასამართლო განხილვა იყო აშკარად უსამართლო და აღნიშნული განპირობებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებით;

ტერორიზმში ბრალდებული პირები არ ითვლებიან პოლიტიკურ დევნილებად თუ ისინი გასამართლდნენ აღნიშნული ბრალდების და გამო;

პოლიტიკური განცხადებები ხშირად „სცდება“ დადგენილ ზღვარს რომელიც დადგენილია კონვენციის მიერ და ძალადობისკენ მოწოდება ასევე მოწოდება რასიზმის ან ქსენოფიბიისკენ და აღნიშნულის გამო „სიმბოლური“ სასჯელის მიღება არ შეიძლება იყოს პირის პოლიკურ დევნილად აღიარების საფუძველი;

საინტერესოა ასევე თვითონ პოლიტიკური პატიმრობის განხილვის დროს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი:

ა) ვინც უთითებს და ამტკიცებს, რომ ის არის პოლიტიკური დაკავებული/ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა წარადგინოს საქმეში შესაბამისი მტკიცებულება;

ბ) აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შემდგომ უკვე სახელმწიფოს უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი მტკიცებულებები რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებს;

თუ სახელმწიფო ვერ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, რომ დაცული იყო პროპორციულობა სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის, არ ყოფილა დისკრიმინირებლი მიდგომა პირის მიმართ და სასჯელი/თავისუფლების აღკვეთა არ მოხდა სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით მაშინ პირი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად;

„პოლიტიკურ პატიმრად“ პირის აღიარება საკმაოდ მაღალი სტანდარტის დასაბუთებას მოითხოვს, რომელიც უნდა იყოს გამყარებული აუცილებლად შესაბამისი მტკიცებულებებით და შემდგომში აღნიშნული დადასტურებული სასამართლოს მიერ, ერთია როცა ჟურნალისტმა ან პოლიტიკოსმა შეიძლება განაცხადოს ვინმეს მიმართ „პოლიტიკური პატიმრობა“ ხოლო მეორეა სამართლებრივი რეალობა რომელიც უნდა ახასიათებდეს იურისტს რომელიც იქნება ნებისმიერი პროცესის მონაწილე. ბრალდებულობა ან/და მსჯავრდებულობა აპრიორი არ ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობას ისევე როგორც პირის გამამართლებელი განაჩენი არ ნიშნავს, რომ ის აღარაა პოლიტიკური პატიმარი;

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: politikuri patimari, tavisuflebis agkveta, patimtis uflebebi, politikur patimrad cnoba, saxelmwifos dasabuteba, braldebuli, msjavrdebuli, პოლიტიკური პატიმარი, თავისუფლების აღკვეთა, პატიმრის უფლებები, პოლიტიკურ პატიმრად ცნობა, სახელმწიფოს დასაბუთება, ბრალდ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საპოლიციო ღონისძიებების დროს პირის უფლებები

საპოლიციო ღონისძიებების დროს პირის უფლებები

ვრცლად

NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია

NGO-ები: პარლამენტის მიერ 4 მოსამართლის დანიშვნა გაუმართლებელი და დამაზიანებელია

ვრცლად

მე-9 კლასის ისტორიის ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოს უახლესი ისტორიის ფაქტები

მე-9 კლასის ისტორიის ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოს უახლესი

ვრცლად

საარჩევნო სისტემები

საარჩევნო სისტემები

ვრცლად

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp