iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საპოლიციო ღონისძიებების დროს პირის უფლებები
იურიდიული სტატია

საპოლიციო ღონისძიებების დროს პირის უფლებები

12-01-2023, 13:11 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სისხლის სამართალი 217 ნახვა
საპოლიციო ღონისძიებების დროს პირის უფლებები

საპოლიციო ღონისძიებები (რომლის საფუძველზეც შესაძლებელია განხორციელდეს პირის შეჩერება, შეზღუდვა კონტროლი და ა.შ.) იყოფა რამდენიმე სახედ, ესენია:

ა) პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები;

ბ) პირის გამოკითხვა;

გ) პირის იდენტიფიცირება;

დ) პირის მოწვევა;

ე) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;

ვ) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;

ზ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი;

თ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;

ი) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;

კ) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება;

ლ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება;

მ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

ნებისმიერი სახის შეზღუდვას ანუ საპოლიციო ღონისძიებას რომელსაც იყენებს პოლიცია და ამასთანავე ის ზღუდვას მოქალაქისათვის კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებს უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ კანონიდან ანუ დაუშვებელია პოლიციამ იმოქმედოს კანონის გარეშე (მუხლი 10. საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე). გარდა აღნიშნულისა თვითონ პოლიციის კანონით მოქმედებს რამდენიმე პრინციპი, რომლის საფუძველზეც მოქმედებს პოლიცია ესენია:

ა) პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები;

ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი;

გ) კანონიერების პრინციპი დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი თანაზომიერების პრინციპი;

დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი;

ე) პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი;

ვ) პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპი;

აღნიშნული პრინციპები პოლიციისათვის არის პირდაპირ და უშუალოდ მოქმედი პრინციპი, გარდა აღნიშნულისა თვითონ კანონის მიზანი რომელიც მისი პირველივე მუხლიდან სჩანს არის „უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა“;

უპირველესად ყველაზე საყურადღებო რაც შესაძლებელია იყოს წინამდებარე კანონში არის ის, რომ პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი პრინციპი არის საქართველოს კონსტიტუცია, აღნიშნული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის ეს კი მარტივად რომ ავხსნათ კანონისმიერი შეკავების მექანიზმია მოქალაქისათვის სახელმწიფოს მიმართ ანუ სხვა თუ არაფერი ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს კონსტიტუცია გამოიყენოს როგორც პირდაპირ და უშუალოდ მოქმედი კანონი, კონსტიტუცია არ და ვერ იქნება ცალკე მდგომი კანონი ის პირდაპირი და უშუალო კანონია რომელსაც ახასიათებს ყოვლისმომცველობა;

ასევე უნდა მივუთითოთ, რომ ნებისმიერი სახის საპოლიცო ღონისძიება რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს აუცილებლად იწვევს საზოაგდოებრივ მართლწესრიგსა და ინდივიდის თავისუფლებას (კონსტიტუციურ უფლებათა) შორის კონფლიქტს, აღნიშნული კონფლიქტი ახალი არაა და უმრავლეს შემთხვევაში ჩემთვის როგორც ადვოკატისათვის უფრო მნიშვნელოვანი ინდივიდის თავისუფლებაა მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სახეზე შეიძლება იყოს „მართლწესრიგის“ დარღვევის საშიშროება რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის ფუნდამენტია ამ დროს კანონი აღნიშნულ კონფლიქტს წყვეტს პოლიციის სასარგებლოდ მაგრამ წყვეტს იმდაგვრად, რომ ის მხოლოდ კანონით გათვალისწინებულის გამოყენების საშუალებას უტოვებს პოლიციას. ზოგიერთ შემთხვევაში პირი რომელიც აკრიტიკებს საპოლიციო მოქმედებას ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია მანვე იცოდეს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შეზღუდვის საშუალება ეძლევა კანონით პოლიციას და მისი ინდივიდუალური თავისუფლება იბოჭება უფრო დიდი სიკეთით.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ თუ ხდება პოლიციის მხრიდან ასეთი სახის ჩარევა ანუ კონფლიქტი ინდივიდის თავისუფლების მიმართ რა სახის ინტენსივობის ჩარევა უნდა იყოს სახეზე, რომ ის იყოს გამართლებული ან გაუმართლებელი? უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩარევის ხანგრძლივობა შეფასებითი კატეგორიაა მაგრამ ის არ უნდა იყოს გრძელვადიანი ანუ დროში გაწელილი პროცესი ეს ნიშნავს შემდეგს, მაგალითზე რომ ავხსნათ: იგივე კანონის 22 მუხლი რომელიც შეეხება პირის შემოწმებას და დათვალიერებას უთითებს, რომ:

1.) პირის შეჩერება არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს);

2) პოლიცია ვალდებულია პირს მისცეს საშუალება გონივრულ ვადაში უზრუნველყოს მისი იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენა (პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა);

3) ამის გარდა ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ძალის გამოყენებამდე პოლიცია ასევე ვალდებულია მისცეს გონივრული ვადა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად პირს;

4) მოწვევის შედეგად პირთან გასაუბრების დრო არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს ხოლო არასრულწლოვანისათვის 2 საათს;

კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო საშუალებად იგივე კანონი გვთავაზობს თანაზომიერების პრინციპს ანუ:

6.) საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს:

2.) გამოსადეგი;

3.) აუცილებელი;

4.) პროპორციული;

თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესის მიღწევა, რეალურად არსებული ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია კერძო ინტერესების დაუყოვნებლივი, მყისიერი შეზღუდვის გარეშე. მკაფიო, ნათელი და ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში, საჯარო ინტერესის სხვაგვარად დაცვის მცირედი ალბათობაც არ არსებობს. გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე, რაც უფლების შესაზღუდად მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას“ ანუ გადაუდებელი აუცილებლობა რომელიც შესაძლებელია იყენებდეს პოლიცია მასვე ეკისრება აღნიშნული გადაუდებლობის დამტკიცება იმითი, რომ თითოეული ფაქტობრივი გარემოება: შეეძლო თუ არა მიემართა სასამართლოსათვის მიეღო მოსამართლის განჩინება, საჯარო ინტერესის დაცვა სხვაგვარად შეეძლო თუ არა, დაცვის სხვა საშუალების გამოუყენებლობა უნდა იყოს დამაჯერებელი მკაფიო და ა.შ;

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: piris uflebebi, sapolicio gonisdziebebi, chxreka, datvaliereba, tavisufleba, martlwesrigis dacva, palicielis valdebulebebi, adamianis uflebebi, პირის უფლებები, საპოლიციო ღონისძიებები, ჩხრეკა, დათვალიერება, თავისუფლება, მართლწესრიგის დაცვა, პოლიციელის ვალდ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

რა უფლებები გვაქვს, თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი

ვრცლად

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციელს იარაღის გამოყენება?

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ვრცლად

2024 წლიდან სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან ელექტრონული მეთვალყურეობა არ ხორციელდება

2024 წლიდან სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp