iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სასამართლო გადაწყვეტილება როგორც „კანონი“
იურიდიული სტატია

სასამართლო გადაწყვეტილება როგორც „კანონი“

12-01-2023, 12:45 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 391 ნახვა
სასამართლო გადაწყვეტილება როგორც „კანონი“

საქართველოს ორგანული კანონი ნორმატიული აქტების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას (აქ საუბარია არა საკონსტიტუციო სასამართლოზე არამედ საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალ სასამართლოებზე) არ იცნობს როგორც კანონს და მას კანონის მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ საინტერესო ჩანაწერია სამოქალაქო კოდექსის 317 მუხლში, კერძოდ 317 მუხლი იცნობს რამდენიმე საფუძველს ვალდებულების წარმოშობის (ანუ ერთ მხარეს მეორეს მიმართ გაუჩნდეს მოთხოვნის უფლება რაიმე შეასრულოს ან არ შეასრულოს) ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია:

ა) მონაწილეთა შორის ხელშეკრულება (იქნება ეს წერილობითი თუ ზეპირი ფორმის);

ბ) ზიანის მიყენების/დელიქტის (ანუ ისე, რომ სახელშეკრულებლო ურთიერთობაში არ ვიმყოფები ვინმესთან ისე მაყენებს ზიანს, კლასიკური შემთხვევაა საავტომობილო შემთხვევა როცა თუ ავტომობილი დამიზიანდა მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმყოფები სახელშეკრულებლო ურთიერთობაში მოთხოვნის უფლება მიჩნდება ზიანის მომყენებლის მიმართ);

გ) უსაფუძვლო გამდიდრების (აღნიშნული მიუთითებს, რომ ერთი პირი მეორე პირის ხარჯზე მდიდრება, მაგრამ არ იმყოფებიან სახელშეკრულებლო ურთიერთობაში, მაგალითად შეცდომით თუ გადავრიცხე თანხა სხვა პირთან მისგან ამ თანხის მოთხოვნის უფლება მაქვს);

დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სწორედ ეს ჩანაწერია ალბათ ის რასაც სჭირდება ფართო განმარტების მინიჭება);

უპირველესად იმისათვის, რომ ეს ორი რამ: სასამართლო გადაწყვეტილება და კანონი შევადაროთ ერთმანეთს, უნდა მივუთითო კანონის დამახასიათებელი ნიშანი, კერძოდ რა ახასიათებს კანონს (ანუ რა მახასიათებელი ნიშან თვისებები გვაქვს), კერძოდ რა უნდა ჩაითვალოს კანონად:

ა) კანონი მიღებული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

ბ) კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი, ზუსტად და მკაფიოდ ფორმულირებული;

გ) კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და მისი შესრულება იყოს სავალდებულო;

დ) კანონი უნდა იყოს გონივრული;

ამ ნიშნების გარდა შესაძლებელია კიდევ მრავალი ნიშანიც დავამატოთ მაგრამ ძირითადი ეს ოთხი ნიშანია აუცილებელი და საჭირო რათა კანონის არსი განვმარტოთ.

კონსტიტუცაში მითითებულია, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით“ ანუ სასამართლო გადაწყვეტილების როგორც მიღება ასევე მისი გაუქმება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, ხოლო მისი უფლებამოსილება რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და ის ჩაითვალოს უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება არამარტო კანონით არამედ განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ასევე უნდა დავამატოთ, რომ საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ მუხლი 1.2. უთითებს, რომ „მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები“

თუ კანონის შემთხვევაში „კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი, ზუსტად და მკაფიოდ ფორმულირებული“ იგივე შეიძლება ითქვას სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ანუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი უნდა იყოს რადგანაც თუ სასასამართლოს არ გამოსცემს შესასრულებელ გადაწყვეტილებას ის ვერ იქნება ზუსტი, მაგალითად ვის რა უნდა მიაკუთვნოს ან რომელი საგანი, ან რომელი პირი უნდა გამტყუნდეს წარდგენილ ბრალში ან გამართლდეს, შესაბამისად ზუსტი ფორმულირება ნიშნავს რას ითხოვდა მხარე და რა მიიღო;

თუ კანონის შემთხვევაში „კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და მისი შესრულება იყოს სავალდებულო“ კანონის აუცილებელი წინაპირობაა სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ „სასამართლო წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და მისი შესრულება უნდა იყოს სავალდებულო“ აღნიშნულიც სახეზე გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილების დროს, რადგანაც: საქართველოს კონსტიტუციის 62.5. მუხლი პირდაპირ უთითებს, რომ „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“ ანუ თანასწორობა კონსტიტუციით არის გარანტირებული რომ აღარაფერი არ ვთქვათ აღნიშნული შემდგომში რამდენაირად არის ჩაშლილი მაგალითად სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, სადაც შემოდის დისპოზიცურობა პრინციპი მაგალითად ან/და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობას აღნიშნულის გარანტირება იგივე კონსტიტუციით არის გარანტირებული მუხლი 62.1. „სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“ ანუ კონსტიტუცია იძლევა გარანტიას, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არის სავალდებულო ძალის მქონე იგივენაირად როგორი ხასიათიც გააჩნია „კანონის შეუსრულებლობას“ იგივე მიმართებაა ასევე საერთო სასამართლოების ორგანულ კანონში, მუხლი 4.1. „სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის სახელმწიფო ქმნის კანონს „საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და ასევე ქმნის სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს რომელიც აღასრულებს იძულებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის გარეშეც ივარაუდება, რომ აღსასრულებელია ანუ აღსრულება იძულებითს ნიშნავს;

სწორედ ამის გამოძახილია, რომ ზოგიერთი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსი ვალდებულების წარმოშობის ცალკე საფუძვლად არამარტო კანონს არამედ „სასამართლო გადაწყვეტილებას უთითებს“ რაც ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება რომელიც მიღებულია სასამართლოს მიერ, მისი მიღების მომენტიდან სამართალწარმოების პროცესის შედეგად მიღებული კანონია, ოღონდ პარლამენტისგან განსხვავებით მას მოსამართლე იღებს. აღნიშნული საკითხი იმიტომაც არის საინტერესო, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ „გადაწყვეტილება“ არ არის ის უფრო ყოველ ჯერზე შეიძლება მივიჩნიოთ „სასამართლოს მიერ მიღებულ კანონად“;

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: sasamartlo gadawyvetileba, gadawyvetilebis migeba, mosamartle, precedenti, kanoni, სასამართლო გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების მიღება, მოსამართლე, პრეცედენტი, კანონი, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვის ეკისრება პირგასამტეხლო და რა შემთხვევაში?!

ვრცლად

პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ვრცლად

ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა

ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა

ვრცლად

პირგასამტეხლო

პირგასამტეხლო

ვრცლად

გამონაკლისები მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს

გამონაკლისები მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp