iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » გამონაკლისები მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს
იურიდიული სტატია

გამონაკლისები მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს

11-01-2023, 17:58 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / განქორწინება / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა 176 ნახვა
გამონაკლისები მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს

სამოქალაქო კოდექსის 1161 მუხლი განსაზღვრავს იმ ქონებებს, სამოქალაქო კოდექსის 1161 მუხლრომელზეც არ ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი მეუღლეთა ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ ესენია:

- ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;

- ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

სამოქალაქო კოდექსის 1161 მუხლი ერთგვარ დეკლარირებას ახდენს/გამონაკლისს უშვებს იმ საერთო პრინციპიდან რომელსაც ასევე ამყარებს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1158 მუხლი მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარებს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (გამონაკლისია საქორწინო ხელშეკრულების შემთხვევაში მისი ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩენაზე შეთანხმება) ანუ ყველა ქონება (ქონების ქვეშ იგულისხმება როგორც უძრავი ქონება ასევე მოძრავი ქონებაც, მაგალითად მოთხოვნის უფლებაც) არის საერთო, რომელსაც მეუღლეები ქორწინების განმავლობაში იძენენ/იღებენ საკუთრებაში. თვითონ კანონმდებლობის მიმართება 1161 მუხლთან მიმართებაში არის შემდეგი სახის, კერძოდ ის ყოფს მეუღლეთა ქონებას ორ ნაწილად: ინდივიდუალური საკუთრება: სამოქალაქო კოდექსის 1161 და 1162 მუხლი (ეს უკანასკნელი უკვე მიემართება მკაცრად ინდივიდუალიზირებულ ნივთებს ძვირფასეულობის გარდა);

საერთო საკუთრება: სამოქალაქო კოდექსის 1158 მუხლი (აღნიშნული მუხლს ასევე აქვს დამატებითი დამცავი მექანიზმი იმ მეუღლის მიმართ რომელიც ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი ის მაინც ითვლება ქონების მესაკუთრედ);

თანასაკუთრების რეჟიმი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე - უპირველესად მარტივად ასახსნელია ის, რომ მეუღლის „ინდივიდუალურ საკუთრებად“ რჩება ის „საკუთრება“ რომელიც მან ქორწინებამდე შეიძინა, ხოლო ქორწინებას კანონმდებელი უკავშირებს ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს, ანუ თანასაკუთრებად კანონმდებლის გაგებით არ შეიძლება მივიჩნიოთ ის ნივთი, როცა მეუღლეები ერთად ცხოვრობენ წლების განმავლობაში ჰყავთ საერთო შვილი/შვილები მაგრამ არ მომხდარა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი (ე.წ. ხელისმოწერა) ანუ კვლავ სახელმწიფოს საკითხს რომ დავუკვირდეთ, სახელმწიფო უთითებს, რომ პირებს ანუ სახელმწიფოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ერთად იცხოვრონ ჰყავდეთ საერთო შვილები ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, მაგრამ თუ ეს მისთვის არ არის ცნობილი რეგისტრაციის გზით მაშინ სახელმწიფო ერთი მეუღლის შესაძლო მოთხოვნას მეორე მოთხოვნის მიმართ მოთხოვნის საფუძველს აცლის უკვე საკანონმდებლო დანაწესით, ასეთ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნული ქონების ფასი გაიზარდა თუ არა ან ერთმა მეუღლემ მეორე მეუღლის ქონებაზე თუ რა ხარჯი გასწია და ა.შ. (აღნიშნული გარემოებების შემთხვევაში შესაძლებელია მომთხოვნ მეუღლეს უკვე უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე ჰქონდეს მოთხოვნის უფლება მაგრამ ეს უკვე საკითხია). ეს საკითხი, რომ თუ არ ვარ „რეგისტრირებულ“ ან როგორც ჩვენში უწოდებენ „ოფიციალურ ქორწინებაში“ მეუღლეთან, მაშინ სავარაუდოდ იმ რისკსაც ვწევ, რომ შესაძლებელია მეორე მეუღლის მიმართ მოთხოვნის უფლება არც კი წარმომეშვას, ჩემთვის როგორც ადვოკატისათვის მეტადრე საინტერესოა 1161 მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში რაიმე ნივთს მაინც ტოვებს ინდივიდუალურ საკუთრებად და მასზე არ ავრცელებს თანასაკუთრების რეჟიმს;

თანასაკუთრების რეჟიმი არ ვრცელდება იმ ქონებაზე რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით - ეს მუხლი კიდევ ორ ნაწილად იყოფა, მაგრამ სანამ ამ ორივე მუხლს ჩავთლით უპირველესად სახელმწიფოს როლი უნდა ავხსნათ როცა ის ერევა კერძო ურთიერთობაში. უპირველესად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სახელმწიფო საზოგადოების მიერ არ შექმნილა/მოგონილა იმისათვის, რომ სახელმწიფომ მუდმივად იზრუნოს თავის მოქალაქეებზე ხოლო თუ წყვეტს, რომ მან უნდა იზრუნოს რომელიმე სამართლებრივ ურთიერთობაში რომელიმე პირზე მაშინ მას აქვს იმის პოზიტიური ვალდებულება რომ, ერთის მხარის დაცვამ არ გამოიწვიოს მეორე მხარის უფლებების შეწირვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უნდა მოექცეს თანაბრად და არ დაუშვას რომელიმე ჯგუფს ან პირს მისცეს იმაზე მეტი უფლება (განსაკუთრებით კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში) ვიდრე მას სჭირდება. აღნიშნულზე მითითება იმიტომაც არის საინტერესო ან/და აუცილებელი, რომ კანონის ანუ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა არ ნიშნავს მხოლოდ კანონიერებას ის ასევე სამართლიანობის საფუძველზე უნდა იმართებოდეს. აღნიშნულ განმარტებას იმიტომაც, მივმართავთ რომ ერთის მხრივ: საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლი უთითებს მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობაზე (ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას) ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნული უფლებრივი თანასწორობა, თანასწორუფლებიანობა კანონის მიმართ იზღუდება ორი ნაწილით: მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით.

მემკვიდრეობა - მეუღლე რომელიც იმყოფება დარეგისტრირებულ ქორწინებაში არ წარმოეშვება თანასაკუთრების უფლება მეორე მუღლის მიმართ თუ მან აღნიშნული ქონება მიიღო მემკვიდრეობით, ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ ვთქვათ პირები არიან რამდენიმე ათეული წლის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მუღლეები, ხოლო ერთ-ერთ მეუღლის ქონებაზე/საკუთრებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების/თანასაკუთრების უფლების წარმოშობას გამორიცხავს კანონი.

ჩუქება - ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც „სამართლებრივ ზღუდეს“ აწესებს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არის ჩუქების ხელშეკრულება, ჩუქების ხელშეკრულება კი თავის მხრივ საინტერესო საკითხია რადგანაც თუ მეუღლეები არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და თუ ერთ-ერთი მეუღლე იღებს რაიმე საკუთრებაში ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მაშინ მეორე მეუღლეს მის მიმართ თანასაკუთრების უფლება არ წარმოეშვება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: meugleta tanasakutreba, tanasakutrebis gayofa, saerto qoneba, ganqorwineba, მეუღლეთა თანასაკუთრება, თანასაკუთრების გაყოფა, საერთო ქონება, განქორწინება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

ვრცლად

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

აუცილებელია თუ არა სამოქალაქო ქორწინება?

ვრცლად

ქორწინების ბათილობის მომენტი

ქორწინების ბათილობის მომენტი

ვრცლად

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას

მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა / არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება

ვრცლად

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ქორწინებისა და ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp