iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » რა არის საერთო თანაზიარი საკუთრება
იურიდიული სტატია

რა არის საერთო თანაზიარი საკუთრება

29-03-2023, 17:40 ადვოკატი / სტატიები / უძრავი ქონების რეგისტრაცია / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 944 ნახვა
რა არის საერთო თანაზიარი საკუთრება

საზიარო უფლება არსებობს მიწაზე, რომელზეც განლაგებულია ორი ან მეტი ნაგებობა. სასამართლოს განმარტების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არსებობს მხოლოდ ერთი მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა შორის და არ ვრცელდება იმავე ნაკვეთზე მდებარე იზოლირებული ნაგებობის ბინათმესაკუთრეებზე.

სასამართლომ საზიარო უფლების სუბიექტებად მიიჩნია მრავალბინიანი სახლის ამხანაგობა და იმავე ნაკვეთზე მდებარე კერძო სახლის მესაკუთრე.

საკუთრება სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.

ფლობა ნივთის უშუალო პყრობას ნიშნავს, ხოლო პირს, რომელიც ფლობს ნივთს, მფლობელი ეწოდება. სწორედ ამაში მდგომარეობს საკუთრების ცნებაში შემავალი ორი დანარჩენი კომპონენტის საჭიროება. იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრედ მივიჩნევდით ნებისმიერ პირს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ფლობს კონკრეტულ ნივთს, შესაძლოა, სახეზე იყოს ცდომილება და მესაკუთრის ინტერესების შელახვაც. თუმცა, მფლობელიც სარგებლობს მთელი რიგი უფლებებით.

ფლობასთან ერთად მესაკუთრეს აქვს ნივთით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ცნება მოიცავს როგორც ნივთით უშუალო სარგებლობას, მისი მეშვეობით შემოსავლის მიღებას და ა.შ, აგრეთვე მესაკუთრის უფლებას, არ ისარგებლოს კუთვნილი ნივთით.

განკარგვა კი გულისხმობს ნივთის ბედის გადაწყვეტის უფლებას – შეიძლება იგულისხმებოდეს მისი გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება, განადგურებაც კი.

საკუთრების უფლების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს სამივე კომპონენტი.

მესაკუთრე არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

ერთსა და იმავე ნივთს შეიძლება ჰყავდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე მესაკუთრე. ასეთ მესაკუთრეებს ეწოდებათ თანამესაკუთრეები, ხოლო საკუთრებას – თანასაკუთრება.

არსებობს საერთო თანაზიარი და საერთო წილადი თანასაკუთრება.

საერთო თანაზიარი არის საკუთრება, რომლის თანამესაკუთრეებს შორის განსაზღვრული არ არის თითოეულის კუთვნილი წილი, არამედ ისინი მთლიანად ფლობენ ამ ნივთს, როგორც თანასაკუთრებას. სწორედ ეს განასხვავებს მისგან საერთო წილად საკუთრებას, რომლის შემადგენლობაშიც წინასწარვე არის განსაზღვრული თითოეული თანამესაკუთრის კუთვნილი წილი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რომელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება

რომელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება

ვრცლად

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა

ვრცლად

მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ვალდებულებები

მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ვალდებულებები

ვრცლად

როგორ ხდება თანასაკუთრების გამოყოფა

როგორ ხდება თანასაკუთრების გამოყოფა

ვრცლად

სერვიტუტი

სერვიტუტი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp