რომელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრეთა გაერთიანება.
მისი წევრობა წარმოიშვება მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.
რით განსხვავდება ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება.
საერთო საკუთრებას წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი,შენობა-ნაგებობები,სახლის ნაწილი,მოწყობილობები,დანადგარები,რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება.
ინდივიდუალური საკუთრება კი არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება,აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები,რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს,მოსცილდეს ან დაემატოს,ისე რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება,ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები.
თუ სამეურნეო სათავსებს(სხვენი,სარდაფი...)ფლობდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი,მასზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად მან უნდა წარადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ხმების 2/3 ის მიერ შედგენილი კრების ოქმი და ნახაზი,რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით,შესაძლებელია ობიექტების განკარგვა და რეგისტრაცია,მაგალითად : სადარბაზო,დერეფნები,სარდაფები,სხვენი,ვესტიბიულები,ლიფტები,შახტები,ბუნკერები და ა.შ რომლები,ც არაა ინდივიდუალურ საკუთრებაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
