iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » Advokati | lawyer » უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
იურიდიული სტატია

უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

24-04-2023, 16:19 Advokati | lawyer / ადვოკატი / iuristi / ადვოკატის ნომერი 201 ნახვა
უხარისხო პროდუქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან. უსაფრთხო პროდუქტად ითვლება, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისიანობის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. პროდუქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ უხარისხოდ, თუ მოგვიანებით უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში გაშვებული.

უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის. მწარმოებელი არაა პასუხისმგებელი აანაზღაუროს ზიანი როცა:

• მას ეს პროდუქტი არ გაუტანია სარეალიზაციოდ.

• საქმის გარემოებათაგან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გატანისას.

• მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა კომერციული მიზნით, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

• პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს.

• შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანის დროს.

• ნაკლი გამოწვეულია იმ პროდუქტის კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა ეს ნაწილი.

მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა მცირდება ან საერთოდ გამოირიცხება, თუ ზიანის დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა ქმედებამ. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით და იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით.

უხარისხო პრდუქტი, რომელიც გამოიწვევს გარდაცვალებას, სხეულის ან/და ჯანმრთელობის დაზიანებას პროდუქტის მწარმოებელი პასუხისმგებელია აანაზღაუროს ზიანი.

აქვს თუ არა მყიდველს უფლება მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება მაღაზიას უხარისხო პროდუქტისათვის?

ამ შემთხვევაში დაზარალებულმა ზიანის ანაზღაურება უნდა მოსთხოვოს მაღაზიას, თუ უხარისხო პროდუქტი მაღაზიაში არის გაყიდვაში. მაღაზია პასუხისმგებელია რადგან რეალიზაციას უკეთებდა უხარისხო პროდუქტს. მყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მაღაზიას ზიანის ანაზღაურება. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, როდესაც თავად მიმწოდებელი აწვდის მაღაზიას უხარისხო პროდუქტს და ამის შესახებ მაღაზიამ არ იცის. დაზარალებული, რომელიც უჩივის მაღაზიას უხარისო პროდუქტისათვის და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მაღაზიამ უნდა დააკმაყოფილოს იგი. მაღაზიას თავის მხრივ აქვს მოთხოვნის უფლება მწარმოებელის მიმართ იმ თანხის ოდენობით, რომელიც მან აუნაზღაურა დაზარალებულს, რადგან მაღაზიას მიაწოდა უხარისხო პროდუქტი. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ზიანი, ანაზღაურება, უხარისხო, პროდუქტი, გამოწვეული
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ახალი კანონი მწეველებისთვის, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში

ახალი კანონი მწეველებისთვის, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში

ვრცლად

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ვრცლად

რა არის დელიქტი?

რა არის დელიქტი?

ვრცლად

პატენტის მფლობელის უფლებები

პატენტის მფლობელის უფლებები

ვრცლად

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაცია 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაცია 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp