iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » პატენტის მფლობელის უფლებები
იურიდიული სტატია

პატენტის მფლობელის უფლებები

29-11-2022, 16:28 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 253 ნახვა
პატენტის მფლობელის უფლებები

რა არის პატენტი?

პატენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეს არის პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს;

პატენტი არის გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლისათვის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დროით მინიჭებული მონოპოლიური უფლება, რომლის საფუძველზეც პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონებით ან სასარგებლო მოდელით სარგებლობა.

ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება დასტურდება საპატენტო სიგელით (პატენტით), რომელიც გაიცემა საპატენტო უწყების მიერ. პატენტის მიღების უფლება აქვს:

გამომგონებელს - ფიზიკურ პირს, რომლის ინტელექტუალურ- შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება ან სასარგებლო მოდელი;

დამსაქმებელს, თუ გამოგონება ან სასარგებლო მოდელი შექმნილია დასაქმებულის სამსახურეობრივი მოვალეობის ან სპეციალური დავალების შესრულების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს საგამომგონებლო საქმიანობას;

უფლებამონაცვლეს.

რა უფლებებით სარგებლობს პატენტის მფლობელი მისი გამოგონების მიმართ?

პატენტის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგონებას. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს გამოგონება, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე ან/და დააგირაოს პატენტი.

რა კრიტერიუმებია საჭირო?

იმისთვის რომ გაცემულ იქნას პატენტის გამოგონება შემდეგ სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.

სამრეწველო გამოყენებადობა - გამოგონების სამრეწველო გამოყენებადობა ნიშნავს მისი დამზადების ან მისით სარგებლობის შესაძლებლობას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სფეროებში.

საპატენტო პირადი არაქონებრივი უფლებები შემოსაზღვრული არ არის ვადით და ტერიტორიით.

რაც შეეხება განსაკუთრებულ უფლებებს, გამოგონების შემთხვევაში ისინი მოქმედებს 20 წლის განმავლობაში, ხოლო სასარგებლო მოდელის შემთხვევაში - 8 წლის განმავლობაში განაცხადის შეტანის დღიდან, და მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ პატენტის გამცემი ქვეყნის ტერიტორიაზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ პატენტი უქმდება და მისი გამოყენება ყველას შეუძლია.

სად უნდა წარვადგინოთ შესაბამისი განაცხადი და რას უნდა მოიცავდეს იგი?

ადგილობრივი პატენტის მისაღებად განაცხადი უნდა წარედგინოს საქპატენტს, რომელიც უნდა შეიცავდეს: განცხადებას პატენტის მისაღებად, აღწერილობას, ფორმულასა და ნახაზებს. აღწერილობაში იმდენად ნათლად უნდა იყოს გადმოცემული გამოგონების არსი და მისი განხორციელების გზები, რომ შესაძლებელი იყოს გამოგონების რეალიზება დარგის სპეციალისტის მიერ. პატენტის საფუძველზე წარმოიშობა საპატენტო უფლებები, რომლებიც ორი სახისაა - პირადი არაქონებრივი და ქონებრივი.

პირადი არაქონებრივი საპატენტო უფლება ეკუთვნის მხოლოდ გამომგონებელს. გამომგონებელს გააჩნია გამომგონებლად დასახელებისა და აღიარების მოთხოვნის უფლება, აგრეთვე, გამოგონების ან სასარგებლო მოდელისათვის სპეციალური სახელწოდების შერჩევის უფლება. ეს უფლებები განუსხვისებელია.

ქონებრივი საპატენტო უფლებები საპატენტო სამართალში განსაკუთრებული უფლებების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ უფლებებს შეიძლება ფლობდეს გამომგონებელიც და ნებისმიერი სხვა პირიც, თუ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

პატენტმფლობელი თავად განკარგავს გამოგონებასა და სასარგებლო მოდელს. მას შეუძლია გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს პატენტი, გასცეს ლიცენზია, დაამზადოს პატენტით დაცული პროდუქტი და სხვ. ამ მიზნით პატენტმფლობელს უფლება აქვს გასცეს მარტივი ან განსაკუთრებული ლიცენზია.

როგორ უნდა მოიქცეს პატენტის მფლობელი, თუ მისთვის პატენტიდან გამომდინარე მინიჭებული განსაკუთრებული უფლება დირღვევა?

ასეთ შემთხვევაში პატენტის მფლობელი უფლებამოსილია სასამართლოსადმი მიმართვის გზით აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:

ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა;

ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება;

გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.

სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს 3 წლის ვადაში იმ მომენტიდან, როდესაც პატენტის მფლობელისათვის ცნობილი გახდა უფლებების დარღვევის შესახებ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: patenti, gamogeneba, patentis ufleba, patentis gauqmeba, momijnave uflebebi, პატენტი, გამოგონება, პატენტის უფლება, პატენტის გაუქმება, მომიჯნავე უფლებები, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საპატენტო სამართალი

საპატენტო სამართალი

ვრცლად

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

ვრცლად

რა მექანიზმს სთავაზობენ საქართველოს ბიზნესდავების გადაწყვეტისთვის?

რა მექანიზმს სთავაზობენ საქართველოს ბიზნესდავების გადაწყვეტისთვის?

ვრცლად

საანდერძო დანაკისრის შესრულება

საანდერძო დანაკისრის შესრულება

ვრცლად

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე სეირნობა 20 ლარით ისჯება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp