iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » უძრავი ქონების რეგისტრაცია » ბინის გაყიდვა, როდესაც თანამესაკუთრე არასრულწლოვანია - რას უნდა იცოდეთ მშობლებმა
იურიდიული სტატია

ბინის გაყიდვა, როდესაც თანამესაკუთრე არასრულწლოვანია - რას უნდა იცოდეთ მშობლებმა

3-11-2025, 13:27 უძრავი ქონების რეგისტრაცია / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 23 ნახვა
ბინის გაყიდვა, როდესაც თანამესაკუთრე არასრულწლოვანია - რას უნდა იცოდეთ მშობლებმა

ბინის გაყიდვა არასრულწლოვანის თანამესაკუთრებით - იურიდიული გზამკვლევი ადვოკატი ნათია ნაკაშიძეისაგან

საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა ბინის გაყიდვა, როცა თანამესაკუთრე არასრულწლოვანია?

შეკითხვა მკითხველისგან: „ვარ აფხაზეთიდან დევნილი. ორი წლის წინ ტყიბულში მომცეს ბინა, სადაც თანამესაკუთრედ ჩაწერილი არიან ჩემი შვილებიც. ახლა ბათუმში ვცხოვრობ, მსურს ბინის გაყიდვა და აქ შეძენა, დანარჩენი თანხის დაკრედიტებით. მითხრეს, რომ ბავშვების თანამესაკუთრეობის გამო ბინას ვერ გავყიდი. როგორ მოვიქცე და რას მირჩევს სასამართლო?“

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს „თუ უძრავი ქონების თანამესაკუთრე არის არასრულწლოვანი, ქონების გასხვისებისთვის საჭიროა სასამართლოს თანხმობა. მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რომ მიიღოს ნებართვა ბინის გაყიდვაზე.

განცხადებაში აუცილებლად უნდა დასაბუთდეს, რომ ქონების გასხვისება ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს. ეს ნიშნავს, რომ ქონების გაყიდვის შემდეგ ბავშვი არ დარჩება საკუთრების გარეშე, არამედ მიიღებს მსგავს ან უკეთეს პირობებს ახალ საცხოვრებელში.“

ნათია ნაკაშიძის თქმით, სასამართლოში წარდგენილია უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. მშობლის განცხადება ბინის გასხვისებაზე თანხმობის მისაღებად;

  2. ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები (სარეგისტრაციო ამონაწერი);

  3. არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა;

  4. ინფორმაციის მიწოდება გეგმურ ბინაზე, რომლის შეძენაც იგეგმება;

  5. საჭიროების შემთხვევაში - ბანკის წინასწარი პასუხი კრედიტის პირობებზე;

  6. დასაბუთება, რომ ახალი ბინა უკეთეს გარემოს უზრუნველყოფს ბავშვისთვის;

სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთ უმთავრესად ითვალისწინებს ბავშვის ადაპტაციასა და კეთილდღეობას.


თუ ბავშვი უკვე ცხოვრობს თბილისში, მშობელს შეუძლია მიუთითოს, რომ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა უზრუნველყოფს ბავშვის სტაბილურ განათლებას, სოციალურ ინტეგრაციას და უსაფრთხო გარემოს.

ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს მეტი საფუძველი აქვს, დააკმაყოფილოს განაცხადი და გასცეს ნებართვა ბინის გასხვისებაზე.

ნათია ნაკაშიძის თქმით, მთავარი პრინციპია გამჭვირვალე და დასაბუთებული განაცხადი.


თუ მშობელი აჩვენებს, რომ ქონების გაყიდვა აუცილებელია ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის და ბავშვი კვლავ დარჩება თანამესაკუთრედ ახალ ბინაში, სასამართლო, როგორც წესი, აძლევს თანხმობას ბინის გასხვისებაზე.

„მშობელმა უნდა იფიქროს არა მხოლოდ ქონების გაყიდვაზე, არამედ იმაზე, რომ ახალ ბინაშიც ბავშვს ჰქონდეს თავისი წილი და დაცული იყოს მისი საკუთრების უფლება,“ - აღნიშნავს ნათია ნაკაშიძე.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ბინის გაყიდვა არასრულწლოვანის სახელზე, დევნილთა ბინა, სასამართლოს თანხმობა ბინის გაყიდვაზე, ბინის გაყიდვა ტყიბულში, იურიდიული რჩევა, ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ნათია ნაკაშიძე ადვოკატი, უძრავი ქონება არასრულწლოვანის თანამესაკუთრეში, დევნილები, ბინის გაყ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბავშვი არის ბინის თანამესაკუთრე - შემიძლია გავყიდო უძრავი ქონება სასამართლოს გარეშე?

ბავშვი არის ბინის თანამესაკუთრე - შემიძლია გავყიდო უძრავი ქონება სასამართლოს გარეშე?

ვრცლად

არასრულწლოვნის სახელზე არსებული ბინის გაყიდვა მშობლის მიერ სასამართლოს გარეშე შესაძლებელია?

არასრულწლოვნის სახელზე არსებული ბინის გაყიდვა მშობლის მიერ სასამართლოს გარეშე

ვრცლად

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

სესხი, ქონების დავა, მშობლის უფლებები და მიწის რეგისტრაცია - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის

ვრცლად

ბავშვის / არასრულწლოვანის ბინის გასხვისება

ბავშვის / არასრულწლოვანის ბინის გასხვისება

ვრცლად

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები აქტუალურ კითხვებზე

ქონების შეძენა, მემეკვიდრეობა და ოჯახური დავები - ადვოკატ ნათია ნაკაშიძის პასუხები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp