იურიდიული სტატია
რა უნდა იცოდეთ ბინის შეძენამდე-რჩევები
- უძრავი ქონების შეძენამდე ნახეთ განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
- არ ენდოთ ზეპირ შეთანხმებას – ზოგჯერ მხარეები თანხმდებიან და მყიდველი ფულს წინასწარ იხდის.
- გადაამოწმეთ, რომ ეს ქონება არც დაყადაღებულია და არც სხვაზეა გადაფორმებული.( რამდენიმე საათის წინ გადამოწმებული ბინა შეიძლება დაყადაღებული იყოს, ან იპოთეკაში იყოს ჩადებული.)
- თუ ბინის ყოფილ მფლობელს იპოთეკური სესხი აქვს გაფორმებული, დარწმუნდით, ხომ არ ჩამორჩება ბინის ღირებულება დასაფარ ვალს. შეამოწმეთ – არის თუ არა უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთული და ხომ არ აქვს მის მეპატრონეს საგადასახადო ვალდებულებები.
- გაითვალისწინეთ ,გაყიდვა რომ დაგჭირდეთ, ამ ბინის ფასი გაიზრდება თუ შემცირდება.
- შეიძლება რომელიმე კომპანიამ მშენებლობა წამოიწყოს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანოს. თუ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნება, შეიძლება წინასწარ ჩარიცხული თანხა დაკარგოთ.
- ზოგჯერ უძრავი ქონების სააგენტოებიც აზარალებენ ბინის მყიდველებს.არ ენდოთ მაკლერს. თავად გადაამოწმეთ ბინის შესახებ დეტალები.
- შეამოწმეთ საკადასტრო-აზომვითი ნახაზი. საკადასტრო ნახაზში უძრავი ქონების ადგილ-მდებარეობა ზუსტად არის განსაზღვრული. ზოგჯერ მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელები გადმოდიან და სხვის საზღვრებში იჭრებიან. როდესაც საჯარო რეესტრში საკადასტრო ნახაზი არ გაქვთ წარდგენილი, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ქონება უკვე სხვას აქვს დარეგისტრირებული.
- თუ „ბე“-ს გადაიხდით და მესაკუთრე ქონებას არ გადმოგცემთ, მაშინ ვალდებულია ორმაგად დაგიბრუნოთ ეს თანხა უკან, მაგრამ თუ თქვენი მიზეზით აღარ შეიძენთ ბინას, მაშინ „ბე“-ს მოთხოვნის უფლებასაც კარგავთ. ამიტომ, უმჯობესია ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება მეპატრონესთან ფულის გადახდამდე.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
შემდეგი ნაბიჯი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
საქართველო
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
კონტაქტი
იტალია
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
