Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა უნდა ვიცოდეთ ბინის შეძენისას

რა უნდა ვიცოდეთ ბინის შეძენისას



უძრავი ქონების შეძენისას  ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფინანსური ზარალი ვნახოთ. რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ ბინას შევიძენთ ? 📣 

უძრავი ქონების შეძენამდე აუცილებლად უნდა ნახოთ განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან . არ ენდოთ ზეპირ შეთანხმებას – ზოგჯერ მხარეები თანხმდებიან და მყიდველი ფულს წინასწარ იხდის. დაზღვეული რომ იყოთ  რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, რომ ეს ქონება არც დაყადაღებულია და არც სხვაზეა გადაფორმებული. 

თუ მის ყოფილ მფლობელს იპოთეკური სესხი აქვს გაფორმებული, უნდა მიმართოთ ბანკს და ყველაფერი დაწვრილებით გაარკვიოთ. შეამოწმეთ – არის თუ არა უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთული და ხომ არ აქვს მის მეპატრონეს საგადასახადო ვალდებულებები.

უმჯობესია ბინის დასრულებულ კორპუსში შეძენა.

საჯარო რეესტრში ინახება ამომწურავი ინფორმაცია ყველა ტიპის უძრავი ქონების შესახებ: ვინ შეიძინა, ვისგან შეიძინა, როდის, რამდენად და ა.შ… კერძო სახლის, ან მიწის ნაკვეთის ყიდვის შემთხვევაში ამ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, სადაც ჩანს, თუ სად მდებარეობს ეს ქონება. ქონების რეგისტრაციის დროს ამ ნახაზის წარდგენა სავალდებულო არ არის, მაგრამ საკადასტრო ნახაზში უძრავი ქონების ადგილ-მდებარეობა ზუსტად არის განსაზღვრული. როდესაც საჯარო რეესტრში საკადასტრო ნახაზი არ გაქვთ წარდგენილი, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ქონება უკვე სხვას აქვს დარეგისტრირებული, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები