iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » უძრავი ქონების რეგისტრაცია » იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა
იურიდიული სტატია

იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა

16-02-2021, 18:42 უძრავი ქონების რეგისტრაცია / სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / იპოთეკის რეგისტრაცია / იუსტიციის სახლი / Public Service Hall 1 490 ნახვა
იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 294-ე მუხლის IV პუნქტის მიხედვით, იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა.

უფრო მარტივად,რომ ვთქვათ, პრაქტიკაში, როდესაც ბანკი იპოთეკური სესხის აღებისას ხელშეკრულებაში გვაპარებს და ზეპირსიტყვიერად გვაფრთხილებს,რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისების უფლება არ გვაქვს, გვეკრძალება ან შეზღუდული გვაქვს ეს არაკანონიერია!!!

მსგავსი შეთანხმება ბათილია, ანუ ის პუნქტი სადაც გვიწერენ და გვითიტებენ, რომ ამ ქონების სესხის დაფარვამდე ან 1 წლის მანძილზე იპოთეკით დატვირთულ ნივთზე გასხვისების უფლება არ გაქვთ არაკანონიერია ბანკის მხრიდან და თქვენ გიცავთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 294-ე მუხლის IV პუნქტის მიხედვით

თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება, რომლითაც მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, არ გაასხვისოს, არ ისარგებლოს ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი, ბათილია. ასეთი გარიგებების ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს კრედიტორების თანხმობაზე.

იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დაუშვებელია ნივთის ბრუნვაუნარიანობის შეზღუდვა. ამით,ერთი მხრივ, დაცულია მესაკუთრის ინტერესი და,მეორე მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა.შემძენს არ სჭირდება იმაზე ფიქრი,აქვს თუ არა მესაკუთრეს ნივთის გასხვისების უფლება,იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით.

294 IV მუხლის დართვევით მიღწეული შეთანხმება ბათილია. გამორიცხულია,აგრეთვე,ნივთის დატვირთვის,გასხვისების ან სარგებლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ან პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა.

ხელშეკრულებაში ასეთი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში,მისი დანარჩენი ნაწილი ნამდვილი რჩება,თუმცა,თუ რეესტრისათვის წარდგენილი განცხადება შეიცავს ამ დებულებას და მხარეები არ აპირებენ მის ამოღებას,მაშინ რეესტრმა მთლიანად განცხადების რეგისტრაციაზე უნდა თქვას უარი,რადგან რეესტრის სამსახურს არ შეუძლია განცხადების ნაწილობრივი რეგისტრაცია ან რეესტრში ისეთი დათქმის დაფიქსირება,რომელიც მის ჩანაწერს არასწორად აქცევდა.

კანონის იმპერატიული დანაწესები გამორიცხავს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას,რომელიც ეფუძნება იპოთეკარის რეალიზაციის ინტერესს და აფერხებს ამ მიზნით დატვირთული ნივთების გასხვისებას,მისით სარგებლობას,შემდგომ დატვირთვას ან ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მას.

შეთანხმება,რომელიც იპოთეკასთან პირდაპირ კავშირში არ არის,ნამდვილია,მაშინაც კი, როდესაც ხელშეკრულების მეორე მხარე იპოთეკარია.

მაგალითად, შეთანხმება უპირატესი შესყიდვის ამ მიწის ნაკვეთის დანაწევრების,ან გაერთიანების გამორიცხვის შესახებ ნამდვილია.

როცა სადავოა ისეთი ჩანაწერის ნამდვილობა,რომელიც ნივთის გასხვისებას,დატვირთვას ან სარგებლობას ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად ასახელებს,ერთი მოსაზრებით,ასეთი შეთანხმებაც ბათილია.

ამ მოსაზრების საპირისპიროდ გაუმართლებელი ჩანს ერთიანად ყველა მსგავსი ჩანაწერის ნამდვილობაზე უარის თქმა.ამოსავალი წერტილი 294 IV მუხლის გამოყენებისა არის ის,რომ კრედიტორის გაბატონებული პოზიცია,ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მესაკუთრის მხრიდან ქონების განკარგვას.

ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს,სახეზეა თუ არა განკარგვის უფლებამოსილების ამ ინტენსივობით შეზღუდვა და,შესაბამისად,შეთანხმების გაბათილების საფუძველი-მოშლის შეთანხმება მხოლოდ მაშინ არის არანამდვილი,თუ ის მესაკუთრის თავისუფლებას ზღუდავს იმგვარად,რომ ფაქტობრივად უთანაბრდება გასხვისებისა და დატვირთვის აკრძალვას,მაგალითად,თუ მოშლა მესაკუთრეს ეკონომიკურად ისე მძიმე და უიმედო მდგომარეობაში აყენებს,რომ ის რეალურად არასოდეს გაასხვისებს დატვირთულ ნივთს.

294 IV მუხლის დადგენილი წესიდან მუხლის მეხუთე ნაწილში თავად კანონმდებელი უშვებს გამონაკლისს.მესაკუთრეს შეიძლება აეკრძალოს აღნაგობის უფლებით მიწის ნაკვეთის დატვირთვა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 294-ე მუხლის IV პუნქტის მიხედვით, იპოთეკით დატვირთულ ნივთზე დაუშვებელია გასხვისების აკრძალვა.უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, პრაქტიკაში, როდესაც ბანკი იპოთეკური სესხის აღებისას ხელშეკრულებაში გვაპარებს და ზეპირსიტყვიერად გვაფრ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების წესი

ვრცლად

საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სსკ-ის 1455-ე მუხლი

საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაგირავებამდე?

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაგირავებამდე?

ვრცლად

რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?

რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია

უძრავი ქონების რეგისტრაცია

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp