iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?
იურიდიული სტატია

რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?

5-01-2021, 13:33 მემკვიდრეობა / ოჯახური დავები / სანოტარო სერვისები / ქონებრივი დავები 3 493 ნახვა
რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?

ანდერძის შედგენა მარტივი პროცედურაა და მას სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება, თანხაც ძალიან იაფია საქართველოში ანდერძის შედგენის მომსახურების,თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს გვიჩნებს,მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში უმეტესი ადამიანები ადგენენ ანდერძს და ეს ცივილიზებულ სამყაროში ძალიან კარგი და მისაღებია.

რატომ უნდა შევადგინოთ სიცოცხლეში ანდერძი?

  1. თუ მარტოხელა ადამიანი ხართ შესაძლოა თქვენი ქონება სრულად დარჩეს სახელმწიფოს.
  2. წლების განმავლობაში ცხოვრობ ადამიანთან შესაძლოა ჯვარიც დაიწერეთ და თქვენთვის მეუღლეა, მაგრამ იურიდიულად არა, შესაბამისად თუ ანდერძს არ შეადგენთ ის ვერაფერს მიიღებს თქვენი ქონებიდან.
  3. იურიდიული ხელმოწერის გარეშე გაჩენილი ბავშვი სადაც დაბადების მოწმობაში ბავშვს არ უწერია რომელიმე მშობლის გრაფაში ბიოლოგიური დედა ან მამა , ასეთი შვილი თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში ქონებას ვერ მიიღებს თქვენი ექსკუმაციის გარეშე,რაც მთელ რიგ იურიდიულ პროცესებთანაა დაკავშირებული- ამიტომ უმჯობესია შეადგინოთ ანდერძი.
  4. თუ გყავთ მეუღლე რომელთანაც ოფიციალურად გაქვთ ხელი მოწერილი და რამდენიმე შვილი- ანდერძით შეგიძლიათ განუსაზღვროთ ის წილი რასაც თქვენ თვლით საჭიროდ,რომ დაუტოვოთ.
  5. ანდერძი შეიძლება დაუტოვოთ ნებისმიერ პირს, გარეშე პირებს,ვისთანაც არ იმყოფებით ნათესაურ კავშირში.

სამწუხაროდ ადამიანები უსასრულოდ ამ ქვეყანაში ვერ ვიქნებით,ჩვენი ცხოვრება ხანმოკლეა და ნებისმიერ დროს შეიძლება მოულოდნელად შეწყდეს თავის ტვინის ფუნქციონირების გაჩერების შემდგომ და მაშინ,როცა თითოეული ჩვენგანი ვშრომობთ და ვქმნით იმას რაც შეგვიძლია და ვაგროვებთ ქონებას,ნუთუ არ უნდა შეგვეძლოს მისი სწორად განაწილება იმ ადამიანებზე ვინც ჩვენთვის ძვირფასია,ვისაც ვთვლით,რომ იმსახურებს და ა.შ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით,გარდაცვლილი პირის(მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე(მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით,ანდა ორივე საფუძვლით.

ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას,იგი უფლებამოსილია სიცოცხლეშივე განსაზღვროს თუ ვის დარჩება ქონება მისი გარდაცვალების შემდგომ. მამკვიდრებელი ანუ ის ვინც ქონებას ტოვებს უფლებამოსილია ეს ქონება ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს, ამ ქმედების განხორციელების მოტივის მტკიცებისგან თავისუფლდება(1354.1).

ანდერძის შედგენისას მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს თუ რა წილი ან ქონება გადავა მემკვიდრეებზე.

თუ ანდერძში ამგვარი დათქმა არ არსებობს სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

კანონის მიხედვით მოანდერძე პირი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი,ქმედუნარიანი პირი,რომელსაც შეუძლია ნათლად და გონივურლად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და გამოხატოს ნება.საქართველოში კანონი ადგენს ანდერძის ფორმასავალდებულო დათქმას,სამოქალაქო კოდექსის 1357 მუხლის მიხედვით ანდერძი აუცილებლად უნდა შედგეს წერილობითი ფორმით.მნიშვნელოვანია,რომ ანდერძში მითითებული იყოს შედგენის თარიღი,თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას იმ შემთხვევაში თუ ვერ ქარწყლდება ანდერძის შედგენის,შეცვლის,გაუქმების,ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.

დაიმახსოვრეთ საქართველოს კანონმდებლობა,მხოლოდ წერილობით ანდერძს სცნობს და ზეპირსიტყვიერი დაპირება ანდერძის სახით კანონით არ არსებობს ეს გამონაკლისია და მნიშვნელოვანია ყოველივე ჩვენგანმა ვიცოდეთ და გამოვიყენოთ შანსი დავწეროთ ანდერძი იმ ადამიანის სასარგებლოდ ვისაც ვთვლით,რომ უნდა იყოს ჩვენი მემკვიდრე ჩვენი გარდაცვალების შემდგომ.

ანდერძის დაწერისას მნიშვნელოვანია,რომ შეგვიძლია შევცვალოთ და უპირატესობა ექნება ბოლო ანდერძს რომელიც იქნება დამოწმებული ასე,რომ ეს ერთგვარი დაზღვევაა და გარანტია თქვენი ქონების უსაფრთხო მფლობელობაში გადასვლის.

იყავი ლიდერი შეადგინე ანდერძი ჩვენი დახმარებით,მხოლოდ თქვენი ხელმოწერაა საჭირო,კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ქონების და საშემოსავლოს გადახდა არ მოგიწევთ,გამოიყენეთ შანსი.

ანდერძის შედგენა მთავარი პრიორიტეტიუნდა იყოს ყველა ადამიანისთვის,რადგან ყველა ჩვენგანს განსხვავებული აქტივები გვაქვს და ბოლო ანდერძით განვსაზღვრავთ ჩვენი ქონების განმკარგველ ადამიანს,რომელიც შესაძლოა საერთოდ არ იყოს ნათესაურ კავშირში ჩვენთან.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ანდერძის შედგენა, მემკვიდრეობა, კანონით და ანდერძით, მოანდერძე, მამკვიდრებელი, მემვიდრე, სამკვიდრო ქონება, ანდერძის დატოვება, სად უნდა დავწერო ანდერძი, შეადგინე ანდერძი, მამკვიდრებლის ანდერძი, ანდერძი, სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი ანდერძი, ანდერ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორ დავწეროთ ანდერძი?

როგორ დავწეროთ ანდერძი?

ვრცლად

მემკვიდრეობა ანდერძით

მემკვიდრეობა ანდერძით

ვრცლად

მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღების ეტაპზე

რა უნდა იცოდეთ მემკვიდრეობის მიღების ეტაპზე

ვრცლად

განქორწინება დისტანციურად

განქორწინება დისტანციურად

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp