iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებები
იურიდიული სტატია

თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებები

28-10-2025, 19:55 სახელშეკრულებო სამართალი / ხელშეკრულებები / ადვოკატი / სტატიები 12 ნახვა
თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებები

ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც გარკვეული ვალდებულებების თავიდანა აცილების მიზნით ან მომავალი ,,საფრთხეებისაგან“ თავის დასაცავად ვდებთ ისეთ გარიგებებს, რომლებიც არ შეესაბამება რეალურ ვითარებას, ანუ ფორმალურად კი გამართულია ხელშეკრულება, მაგრამ შინაარსობრივად არა, კერძოდ, გარიგება არ შეესაბამება მხარეთა რეალურ (ნამდვილ) ნებას. რეალურად მხარეებს არ სურთ მსგავსი ურთიერთობის წარმოშობა, ან სურთ, მაგრამ განსხვავებული მოცემულობებით და პირობებით.

ამის უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ქართული პრაქტიკიდან, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალბათ არის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომელიც იდება ერთი მხრივ გამსესხებელსა და მეორე მხრივ მსესხებელს შორის, თუმცა რეალურად მათ შორის იდება სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამსესხებლის საკუთრებაში ,,დროებით“ გადადის მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ასეთი ხელშეკრულება სამართლებრივად ითვლება თვალთმაქცურ გარიგებად, რადგან რეალურად მხარეების მიზანი არაა უძრავი ქონების გაყიდვა ან ყიდვა, არამედ თანხის გასესხება.

ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრებს შორის იდება მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებები, რომლის მიზანია ოჯახის სხვა წევრის მხრიდან მომავალში პოტენციური დავისგან თავის არიდება, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ასეთ დროს დებენ ვითომ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ერთი მხარე ვითომ ყიდის, ხოლო მეორე ვითომ ყიდულობს უძრავ ქონებას, ზოგჯერ ,,სიმბოლურ თანხად”, რეალურად კი თანხის გადახდა არ ხდება, ანუ საკუთრებაში გადაცემა ხდება უსასყიდლოდ, ამას ეწოდება თვალთმაქცური გარიგება. ასეთ დროს მხარეებს ჰგონიათ რომ ჩუქებით გადაცემის შემთხვევაში, უფრო მეტი ,,რისკი“ და ,,საფრთხეა“, რომ გაჩუქებული ქონება ,,დაიბრუნოს“ მჩუქებელმა, ან დავის შემთხვევაში ოჯახის წევრმა, რაც ასე არაა.

სამართალში ყოველთვის ენიჭება დიდი მნიშვნელობა მხარეთა ნამდვილ (რეალურ) ნებას, თუ მხარეს სურს რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება აჩუქოს ერთ-ერთ ოჯახის წევრს, ან თუნდაც სრულიად უცხოს, ეს მისი ნამდვილი ნებაა და ამაში ვერავინ ვერ შეედავება, ამიტომ ვითომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით ვერც ,,მყარად“ იქნება და ვერც მშვიდად, რადგან ასეთი ხელშეკრულების გაუქმების ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე რეალური (ნამდვილი) გარიგების.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებები ქართულ რეალობაში - რა უნდა იცოდეთ, სანამ ხელს მოაწერთ

თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებები ქართულ რეალობაში - რა უნდა იცოდეთ, სანამ ხელს

ვრცლად

გარიგება - სასყიდლიანი გარიგება - უსასყიდლო გარიგება

გარიგება - სასყიდლიანი გარიგება - უსასყიდლო გარიგება

ვრცლად

რა განსხვავებაა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას შორის?

რა განსხვავებაა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას შორის?

ვრცლად

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს

ვრცლად

რისკები ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლებით, როგორ არ დაკარგოთ ბინა დაფარული სესხის გამო?

რისკები ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლებით, როგორ არ დაკარგოთ ბინა დაფარული

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp