iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებები ქართულ რეალობაში - რა უნდა იცოდეთ, სანამ ხელს მოაწერთ
იურიდიული სტატია

თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებები ქართულ რეალობაში - რა უნდა იცოდეთ, სანამ ხელს მოაწერთ

28-10-2025, 19:53 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ხელშეკრულებები / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 19 ნახვა
თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებები ქართულ რეალობაში - რა უნდა იცოდეთ, სანამ ხელს მოაწერთ

დღევანდელ ქართულ რეალობაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სხვადასხვა იურიდიული ვალდებულებების თავიდან ასაცილებლად ან მომავალი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით დებენ გარიგებებს, რომლებიც მხოლოდ ფორმალურადაა გამართული, მაგრამ რეალურად არ ასახავს მხარეთა ნამდვილ ნებას. ასეთ ხელშეკრულებებს სამართალში თვალთმაქცურ ან მოჩვენებით გარიგებებს უწოდებენ.

შეიძლება ითქვას, რომ გარიგება მხოლოდ მაშინ არის სამართლებრივად ძალაში, როცა ის ემთხვევა მხარეთა რეალურ ნებას. ხოლო თუ მიზანი სხვაა - მაგალითად, დავალიანების დამალვა, ქონების "დაცვა" ან მესამე პირის მოტყუება - ასეთი ქმედება კანონით უქმდება.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მაგალითია, როცა მხარეები ფორმალურად აფორმებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას, მაგრამ რეალურად ეს სესხის უზრუნველყოფის ფორმაა.

მაგალითად: გამსესხებელი აძლევს მსესხებელს თანხას და თავის დაცვად აფორმებს ხელშეკრულებას, თითქოს უძრავ ქონებას ყიდულობს. რეალურად კი მიზანი ქონების ყიდვა კი არა, სესხის უზრუნველყოფაა.

სამართლებრივად, ასეთი ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებად ითვლება და მისი გაუქმება სასამართლოს გზით მარტივადაა შესაძლებელი, რადგან ის არღვევს მხარეთა ნამდვილი ნების პრინციპს.

ბოლო წლებში განსაკუთრებით მომრავლდა შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებს შორის დგება მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულებები, თითქოს ერთი წევრი ყიდულობს ქონებას მეორისგან - ხშირად სიმბოლურ თანხად. რეალურად თანხის გადახდა არ ხდება, ანუ ქონება უსასყიდლოდ გადაეცემა.

ასეთი ხელშეკრულებები ხშირად იდება იმის შიშით, რომ თუ ქონება ჩუქებით გადაეცემა, მჩუქებელი მომავალში შეძლებს მის დაბრუნებას ან სხვა ოჯახის წევრი გაასაჩივრებს.


თუმცა ეს წარმოდგენა შეცდომაში შემყვანია - რეალური, გამჭვირვალე ჩუქების ხელშეკრულება გაცილებით დაცულია სამართლებრივად, ვიდრე მოჩვენებითი „ვიყიდე–გავყიდე“ ტიპის გარიგება.

კანონი ყოველთვის აყენებს წინა პლანზე მხარეთა ნამდვილ ნებას, და არა ფორმალურ ტექსტს. ამიტომ, თუ ადამიანი ნამდვილად აჩუქებს ქონებას - ეს არის მისი ნამდვილი ნება და მას ვერავინ შეედავება მხოლოდ ფორმის საფუძველზე.

თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგება არა მხოლოდ უქმდება, არამედ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ქონების დაბრუნება პირვანდელ მფლობელზე;

  • ხელშეკრულების ყველა მუხლის ბათილობა;

  • სარგებლის დაკარგვა, რომელიც მხარეებმა მიიღეს არამართლზომიერად;

  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი, თუკი მიზანი იყო სხვა პირის მოტყუება ან ფინანსური ვალდებულების დამალვა.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გვირჩევს: „მთავარია, ხელშეკრულება ასახავდეს მხარეთა ნამდვილ ნებას. ფორმალური გარიგებები, თუნდაც „დაცულობის“ მოტივით, მომავალში გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის. თუ გაქვთ ეჭვი, რომ კონკრეტული გარიგება შესაძლოა მოჩვენებითი იყოს, აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ იურისტს ან ადვოკატს, სანამ ხელს მოაწერთ.“

თვალთმაქცური გარიგებები ხშირად ჩნდება კეთილი განზრახვით - ოჯახის დაცვის, ფინანსური სირთულეების ან იურიდიული გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ რეალობაში ასეთი ნაბიჯი უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე პირდაპირი და გულწრფელი იურიდიული ქმედება.

გსურთ, თქვენი იურიდიული საკითხი განიხილოს პროფესიონალმა?

დაუკავშირდით ადვოკატი ნათია ნაკაშიძე- ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებების სპეციალისტს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: თვალთმაქცური გარიგება, მოჩვენებითი გარიგება, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ნასყიდობის ხელშეკრულება, სამართალი საქართველოში, სესხის ხელშეკრულება, ქონების ჩუქება, იურიდიული კონსულტაცია, რეალური ნება, უძრავი ქონება, თვალთმაქცური, მოჩვენებითი, ადვოკატი, ნათია ნაკა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გარიგება - სასყიდლიანი გარიგება - უსასყიდლო გარიგება

გარიგება - სასყიდლიანი გარიგება - უსასყიდლო გარიგება

ვრცლად

რისკები ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლებით, როგორ არ დაკარგოთ ბინა დაფარული სესხის გამო?

რისკები ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლებით, როგორ არ დაკარგოთ ბინა დაფარული

ვრცლად

რა განსხვავებაა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას შორის?

რა განსხვავებაა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას შორის?

ვრცლად

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

ვრცლად

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp