iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » გარიგება - სასყიდლიანი გარიგება - უსასყიდლო გარიგება
იურიდიული სტატია

გარიგება - სასყიდლიანი გარიგება - უსასყიდლო გარიგება

28-10-2025, 18:36 ადვოკატი / ხელშეკრულებები / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / საგადასახადო დავები / სახელშეკრულებო სამართალი / სიახლე 18 ნახვა
გარიგება - სასყიდლიანი გარიგება - უსასყიდლო გარიგება
გარიგება წარმოადგენს კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინსტიტუტს, რომლის მეშვეობითაც იქმნება, იცვლება ან წყდება სუბიექტთა სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები.
გარდა ფორმისა და მონაწილეთა რაოდენობისა, გარიგებებს მნიშვნელოვანი კლასიფიკაციები გააჩნიათ შინაარსის, მიზნისა და სამართლებრივი შედეგების მიხედვით. ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს გარიგების სასყიდლიანობა და უსასყიდლობა.
სასყიდლიანი გარიგება არის ისეთი ტიპის გარიგება, სადაც მხარეები ერთმანეთისგან მოითხოვენ თავის მხრივ ფასის ან სხვა სახის საზღაურის გაწევას. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ნასყიდობის ხელშეკრულება, როდესაც ერთ მხარეს ეკისრება ნივთის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მეორე მხარეს ფულადი თანხის გადახდა. სასყიდლიანი გარიგებისას, თითოეულ მხარეს გააჩნია როგორც უფლება, ასევე ვალდებულება.
უსასყიდლო გარიგება გულისხმობს იმას, რომ ერთმა პირმა უსასყიდლოდ გადასცეს მეორეს ქონება ან უფლება, კომპენსაციის გარეშე. ამის ყველაზე გავრცელებული მაგალითია ჩუქება. ასეთ გარიგებაში ერთ მხარეს გააჩნია მხოლოდ ვალდებულება (მაგ. ნივთის გადაცემა), ხოლო მეორე მხარეს - მხოლოდ უფლება (ნივთის მიღება).
საზოგადოებაში ხშირად გამოიყენება გამონათქვამები, როგორიცაა "მყარი გარიგება" ან "არამყარი გარიგება", თუმცა საჭიროა განვმარტოთ, რომ სამოქალაქო სამართლის ტერმინოლოგიაში ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს. სამართლებრივად, ყველა გარიგება განიხილება ინდივიდუალურად და მისი ძალა, კანონიერება და შედეგები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით. გარიგება ან აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს და იწვევს სამართლებრივ შედეგს, ან არ აკმაყოფილებს და ითვლება ბათილად.
სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეები დებენ ისეთ გარიგებებს, რომლებიც არ ასახავს რეალობას, მაგალითად, დებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას, როდესაც რეალურად სახეზეა ჩუქება. ეს მიდგომა ეფუძნება ცრურწმენას, თითქოს "ნასყიდობის ხელშეკრულება უფრო მყარია, ვიდრე ჩუქება“, ,,ჩუქება უფრო იოლად გასაუქმებელია, ვიდრე ნასყიდობა". მსგავს გარიგებებს ეწოდება თვალთმაქცური გარიგებები. სამართლებრივად, თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს გარიგებას, რომლის გარეგნული ფორმა განსხვავდება რეალური შინაარსისგან. ასეთ გარიგებაში მხარეები მიზანმიმართულად აფორმებენ ერთ გარიგებას ფორმალურად, მაგრამ შინაარსობრივად შეთანხმებულნი არიან სხვა ტიპის ურთიერთობაზე.
სინამდვილეში კი კანონი არ განასხვავებს გარიგების "მყარობას" ფორმის მიხედვით, სამართლებრივად, მნიშვნელოვანია შინაარსი და მხარეთა ნამდვილი ნება.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

ვრცლად

პირობითი გარიგებები

პირობითი გარიგებები

ვრცლად

გარიგებათა კლასიფიკაცია

გარიგებათა კლასიფიკაცია

ვრცლად

შეცილების უფლება

შეცილების უფლება

ვრცლად

გარიგება

გარიგება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp