iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რისკები ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლებით, როგორ არ დაკარგოთ ბინა დაფარული სესხის გამო?
იურიდიული სტატია

რისკები ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლებით, როგორ არ დაკარგოთ ბინა დაფარული სესხის გამო?

1-10-2025, 13:34 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ხელშეკრულებები / iuristi / Advokati | lawyer / სიახლე / საერთაშორისო სამართალი 63 ნახვა
რისკები ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლებით, როგორ არ დაკარგოთ ბინა დაფარული სესხის გამო?

სესხის აღება უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ერთი შეხედვით მარტივი და უსაფრთხო გადაწყვეტილებაა, თუმცა ხშირად მოქალაქეები აწყდებიან ასეთ შემთხვევას: გამსესხებელი სთავაზობს „ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებას, თითქოს ეს იყოს ალტერნატივა იპოთეკისა. რეალურად კი ასეთი გარიგება შესაძლოა გახდეს ქონების დაკარგვის მიზეზი.

სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს:

„ნებისმიერი გარიგება, რომელიც ფორმალურად ჩანს ნასყიდობად, მაგრამ რეალურად წარმოადგენს დაფარულ სესხს, შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკებს. ასეთ დროს გარიგების მიზანი არ არის ქონების გადაცემა, არამედ მისი გამოყენება სესხის უზრუნველყოფად, თუმცა ნასყიდობის გამოსყიდვის ფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება იპოთეკისგან და ხშირად მესაკუთრისთვის საზიანოდ სრულდება.“

რა განსხვავებაა იპოთეკასა და ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით შორის?
იპოთეკური ხელშეკრულებისას თქვენი ქონება რჩება საკუთრებაში, ხოლო კრედიტორი მხოლოდ უზრუნველყოფის უფლებით სარგებლობს. თუ თანხას დროულად ვერ დააბრუნებთ, ქონება რეალიზდება, გამსესხებელი იღებს თავის თანხას და ნარჩენი თანხა ბრუნდება თქვენთან.

ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით კი, თქვენ ფორმალურად ყიდით ქონებას. თუ დათქმულ ვადაში ვერ მოახერხებთ გამოსყიდვას, ქონება საბოლოოდ გადადის ახალ მფლობელზე თქვენ კი კარგავთ როგორც საკუთრებას, ასევე რეალიზაციიდან ნარჩენი თანხის მიღების უფლებასაც.

პრაქტიკული მაგალითი: ვთქვათ, თქვენი ბინა ღირს 50,000 დოლარი, ხოლო თქვენ გჭირდებათ 20,000 დოლარი სესხად. თუ გააფორმებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, ფორმალურად გაყიდით ბინას 20,000 დოლარად და მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეძლებთ მის უკან გამოსყიდვას.

მაგრამ თუ ერთი დღითაც დააგვიანებთ, ქონება სრულად ეკუთვნის მყიდველს და თქვენ ვეღარ მოითხოვთ მის დაბრუნებას.

იპოთეკის შემთხვევაში კი, ბინის გაყიდვის შემდეგ კრედიტორი იღებს 20,000 დოლარს, ხოლო დარჩენილი თანხა 30,000 დოლარი ბრუნდება თქვენთან. სწორედ ესაა ძირითადი სამართლებრივი განსხვავება და მთავარი რისკი.

რისკები და სამართლებრივი შედეგები

  • ქონება ფორმალურად გაყიდულია, ამიტომ სესხის დაბრუნების შემთხვევაშიც კი, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ზუსტ გამოსყიდვის წესს, გამსესხებელი შესაძლოა უარს იტყვის ქონების დაბრუნებაზე.
  • ასეთი გარიგება ხშირად იწვევს სასამართლო დავებს, რადგან მხარეები ვერ ამტკიცებენ, რომ ნასყიდობის მიზანი იყო სესხის უზრუნველყოფა.
  • მესაკუთრე კარგავს უფლებას ქონების რეალიზაციიდან დარჩენილი თანხის მოთხოვნაზე.

რა უნდა გააკეთოთ ადვოკატის რჩევა, ნათია ნაკაშიძე განმარტავს:

„თუ სესხს იღებთ და გარიგება შეეხება ქონებას, აუცილებლად მიმართეთ იურისტს/ადვოკატს ხელშეკრულების გაფორმებამდე. იურისტი/ადვოკატს დაგეხმარებათ განსაზღვროთ გამოსყიდვის მექანიზმი და ჩაწეროთ ყველა პირობა - თანხის დაბრუნების ვადა, პროცედურა და საკუთრების აღდგენის გზა. საუკეთესო სამართლებრივი ფორმაა იპოთეკური ხელშეკრულება, რომელიც გამჭვირვალე და დაცული მექანიზმია“

თუ გსურთ დაიცვათ თქვენი საკუთრება და თავიდან აიცილოთ ქონების დაკარგვის რისკი, ყოველთვის გამოიყენეთ იურისტის მომსახურება და მოერიდეთ ნასყიდობის ფორმით დაფარულ სესხებს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ნასყიდობა, იპოთეკა, ქონების დაცვა, სამართალი, იურისტი, სესხი, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლება, უძრავი ქონება, სესხის უზრუნველყოფა, ადვოკატის რჩევა, უძრავი ქონების დაცვა, სამართლებრივი რისკები, იურიდიული დახმარება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


კონტრაქტების ანუ ხელშეკრულებების შედგენა

კონტრაქტების ანუ ხელშეკრულებების შედგენა

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებაზე

რა უნდა ვიცოდეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებაზე

ვრცლად

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს

ვრცლად

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ბათილად იქნა ცნობილი

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ სანამ თანხის სესხების სანაცვლოდ „ჩადებთ“ ბინას

რა უნდა იცოდეთ სანამ თანხის სესხების სანაცვლოდ „ჩადებთ“ ბინას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp