iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ
იურიდიული სტატია

ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ

31-05-2023, 16:38 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 422 ნახვა
ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით დადებული თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოჩვენებითი და ბათილია ისეთი გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

ხოლო, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, ეს უკვე მიიჩნევა თვალთმაქცურ გარიგებად. თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად თუ არ არსებობდა გარიგების მონაწილეთა ნება (სურვილი) გარიგებაში გამოხატული იურიდიული შედეგის დადგომის მიმართ.

თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილეთა ნებას (სურვილს) წარმოადგენს დაფარონ სხვა გარიგება. მხარეების სურვილი მიმართული უნდა იყოს დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად.

სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი გადასცემს ქონებაზე საკუთრების უფლებას, ხოლო მყიდველი იხდის შეთანხმებულ ფასს. მყიდველი და გამყიდველი თავიანთი სურვილის ფარგლებში თანხმდებიან ფასზე, შესრულების ადგილზე, დროზე და ნასყიდობის სხვა არსებით პირობებზე.

გამოსყიდვის უფლების არსებობის შემთხვევაში, გამყიდველი უკან დაიბრუნებს ქონებაზე საკუთრებას, ხოლო მყიდველი აბრუნებს მიღებულ თანხას. ეს არის გამყიდველის უფლება, რომელიც მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში ამაზე პირდაპირი შეთანხმება არსებობს. გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება შესაძლებელია დადებული იყოს მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში. გამყიდველი თავდაპირველი ფასით გამოისყიდის თავის გაყიდულ ქონებას.

თუ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება ფარავს იპოთეკის ხელშეკრულებას, ასეთი ხელშეკრულება სასამართლოს მიერ იქნება ცნობილი ბათილად, როგორც თვალთმაქცური გარიგება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელიც მოითხოვს სასამართლოში ხელშეკრულების ბათილად ცნობას, დაადასტურებს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვა წარმოადგენდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: გარიგების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, თვალთმაქცური გარიგება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა განსხვავებაა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას შორის?

რა განსხვავებაა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას შორის?

ვრცლად

შემთხვევები როცა ბათილია დადებული გარიგება

შემთხვევები როცა ბათილია დადებული გარიგება

ვრცლად

როდის მიიჩნევა სადავო გარიგება მოჩვენებითად?

როდის მიიჩნევა სადავო გარიგება მოჩვენებითად?

ვრცლად

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ბათილად იქნა ცნობილი

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით

ვრცლად

უცილოდ ბათილი(არარა) გარიგებები

უცილოდ ბათილი(არარა) გარიგებები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp