ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ბათილად იქნა ცნობილი
საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა სრულად იქნა გაზიარებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. სასამართლომ ბათილად ცნო მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ადვოკატმა მოახერხა დაემტკიცებინა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური. სასამართლოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებით უძრავი ქონება დაუბრუნდა მესაკუთრეს.
სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლიდან გამომდინარე თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლიდან გამომდინარე ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;
სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
