iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » როდის მიიჩნევა სადავო გარიგება მოჩვენებითად?
იურიდიული სტატია

როდის მიიჩნევა სადავო გარიგება მოჩვენებითად?

19-05-2023, 13:49 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 187 ნახვა
როდის მიიჩნევა სადავო გარიგება მოჩვენებითად?

სადავო გარიგების მოჩვენებითად მისაჩნევად აუცილებელია არსებობდეს ფაქტობრივი გარემოებები,რომლებიც მიუთითებენ ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, ნების გამოვლენის ნაკლზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ნების გამოვლენის ნაკლი უნდა დაამტკიცოს კრედიტორმა, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე იძულებითი აღსრულებისგან თავის არიდების მიზნით ფორმალურად აფორმებენ სხვა პირზე ან ოჯახის წევრზე მათ საკუთრებაში არსებულ ქონებებს. ასეთი გარიგებები მუდმივ რისკთანაა დაკავშირებული და მათი ნამდვილი სამართლებრივი ბუნება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე.

მოქალაქეებს უფლება აქვთ, სასამართლოსთვის მიმართვის გზით მოითხოვონ იმ გარიგების ბათილობა, რომლითაც გამსხვისებელმა ქონება სხვა პირს ფორმალურად გადასცა მათ წინაშე არსებული ვალდებულებების თავის არიდების მიზნით. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. მოჩვენებითი გარიგების დადების დროს აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. მოჩვენებითი გარიგების დადების მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.

გარიგების მოჩვენებითობა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას, რომლის შემოწმება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც სასამართლო განმარტების გზით დაადგენს, თუ რა იგულისხმება მოჩვენებითობის ქვეშ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სადავო გარიგება, მოჩვენებითი გარიგება, კრედიტორი, ბათილი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა განსხვავებაა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას შორის?

რა განსხვავებაა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას შორის?

ვრცლად

შემთხვევები როცა ბათილია დადებული გარიგება

შემთხვევები როცა ბათილია დადებული გარიგება

ვრცლად

გარიგება

გარიგება

ვრცლად

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ბათილად იქნა ცნობილი

ადვოკატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით

ვრცლად

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

შესაძლებელია თუ არა იძულებით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp