iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ხელშეკრულების დადება
იურიდიული სტატია

ხელშეკრულების დადება

30-05-2023, 11:47 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 223 ნახვა
ხელშეკრულების დადება

რა არის ხელშეკრულება? ხელშეკრულება არის ორი პირის მიერ დადებული შეთანხმება (გარიგება), რომელსაც მოყვება სამართლებრივი შედეგი, ანუ მხარეებს წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები. მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, მხარეებს (მყიდველს და გამყიდველს) წარმოეშობათ შესაბამისი უფლება-მოვალეობები. გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი და მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ანაზღაურება და მოითხოვოს ნასყიდობის საგნის მისთვის გადაცემა.

ცალმხრივი ხელშეკრულების დროს ერთ მხარეს წარმოეშობა მხოლოდ ვალდებულება, რომელიც შეესაბამება მეორე მხარის მოთხოვნის უფლებას. მაგ: სესხის ხელშეკრულების დადების დროს, მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული სესხი,ისე, რომ მას არ გააჩნია არაფრის მოთხოვნის უფლება, ხოლო გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის დაბრუნება, ისე რომ მას არ აკისრია არანაირი ვალდებულება.

ორმხრივი ხელშეკრულების დროს ორივე მხარეს წარმოეშობა, როგორც ვალდებულება, ისე მოთხოვნის უფლება (მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულება).

ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან მის ყველა არსებით პირობაზე, შესაბამისი ფორმით.

მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერი ფორმით დადონ ხელშეკრულება, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მაგ: (ვალდებულების შესრულების დრო, ადგილი, წესი და ა.შ.) მხარეების მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, ისინი იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ იტყვიან ცალმხრივად თავიანთ ვალდებულებებზე უარს და ვერ შეწყვიტავენ სახელშეკრულებო ურთიერთობას. სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა ხდება, ვალდებულების შესრულებით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და კანონით განსაზღვრული სხვა პირობების დადგომისას.

არსებობს გამონაკლისი, როცა ხელშეკრულების მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ასეთი საფუძვლები შეიძლება იყოს განსაზღვრული როგორც კანონით, ისე მხარეთა შეთანხმებაში.

სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ნების ავტონომიის პრინციპის რეალიზება ხდება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მეშვეობით. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს მხარის შესაძლებლობას დადოს (ან არ დადოს) ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაგენტი (მხარე), განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ხელშეკრულება, სახელშეკრულებო სამართალი, ორმხრივი ხელშეკრულება, ცალმხრივი ხელშეკრულება, ხელშეკრულებათა მხარეები, გარიგება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

ვრცლად

ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი და მხარეები

ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი და მხარეები

ვრცლად

ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის

ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებაზე

რა უნდა ვიცოდეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებაზე

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp