iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება
იურიდიული სტატია

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

25-11-2022, 14:09 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 443 ნახვა
გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

ნასყიდობის ხელშეკრულების ცნებიდან გამომდინარე გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნასყიდობის უფლების განხორციელებასთან ერთად ითვალისწინებს გაყიდული ნივთის უკან გამოსყიდვის უფლებასაც.

გამოსყიდვის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

გამოსყიდვის ხელშეკრულების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ გამოსყიდვის ხელშეკრულებით თავდაპირველი გამყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ცალმხრივი ნების გამოვლენით გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი.

ცხადია, გამოსყიდვის ცალმხრივი უფლება თავდაპირველ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ეფუძნება.

გამოსყიდვის ხელშეკრულება, შესაძლოა, იმგვარადაც განიმარტოს, რომ ხელშეკრულებით გამყიდველი იტოვებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას განსაზღვრული ვადის ფარგლებში. იმავდროულად იგი მყიდველს გადასცემს ნასყიდობის საგნით დროებით სარგებლობის უფლებას.

გამოსყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებასა და გამოსყიდვის უფლების გამოყენებას შორის პერიოდში ეკუთვნის მიღებული სარგებელი.

გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება შეიძლება შედგეს უშუალოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით, ან დამოუკიდებელი შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ.

გამოსყიდვის შესახებ შეთანხმების ფორმა გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება იმავე ფორმით უნდა დაიდოს, რაც თავად ხელშეკრულებისათვის არის განსაზღვრული. გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება შეიძლება თავდაპირველი ხელშეკრულებით ან შემდგომ დადებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებით იყოს შეთანხმებული.

გამოსყიდვის შესახებ ნების გამოვლენის შედეგად მხარეებს წარმოეშობათ ნასყიდობის ხელეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობები. კერძოდ, გამომსყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს გათვალისწინებული საფასური, ხოლო მყიდველი ვალდებულია, გადასცეს ნივთი გამოსყიდვის მომენტისათვის არსებულ მდგომარეობაში.

გამოსყიდვის უფლება ქარწყლდება ხელშეკრულებით გამოსყიდვისათვის გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოსყიდვის ხელშეკრულება შესაძლოა ემსახურებოდეს კრედიტის უზრუნველყოფას, რაც დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების შინაარსი კანონისთვის გვერდის ავლას არ ისახავს მიზნად. ხშირ შემთხვევაში, ნასყიდობის ფასი ფაქტობრივად სესხის თანხაა, ხოლო ნასყიდობის საგანი კი უზრუნველყოფა სესხისათვის. გერმანულ დოქტრინაში, ქართული სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებით, არ გამოიყენება ასეთი ხელშეკრულების მიმართ თვალთმაქცური გარიგების წესები. გერმანულ დოქტრინაში გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილობის უდავო საფუძვლად განიხილება შემთხვევა, როდესაც ნასყიდობის ფასსა და გადაცემულ ქონებას შორის არსებითი შეუსაბამობაა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: nasyidobis xelshekruleba, gamosyidvis ufleba, xelshekrulebis mxareebi, myidveli, gamyidveli, ნასყიდობის უფლება, გამოსყიდვის უფლება, ხელშეკრულების მხარეები, მყიდველი, გამყიდველი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება

ვრცლად

რას ნიშნავს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ?

რას ნიშნავს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ?

ვრცლად

ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების მომზადება

ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების

ვრცლად

უძრავი ქონების რეგისტრაცია

უძრავი ქონების რეგისტრაცია

ვრცლად

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp